ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიხვალ გავასაჯაროვებთ სრულიად ახალ ფაქტებს, სადაც საზოგადოება რეალურად...

ხვალ გავასაჯაროვებთ სრულიად ახალ ფაქტებს, სადაც საზოგადოება რეალურად დაინახავს, თუ ვინ იდგა იმიტირებული ქოლ-ცენტრების უკან – გიორგი ვაშაძე

ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში საგანგებო ბრიფინგი გამართა. საუბრისას მან ხაზი გაუსვა ე.წ. ქოლ-ცენტრების შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ თუკი „ქართული ოცნება“ განაგრძობს საბოტაჟს, ეს იქნება მხილება, რომ ქოლ-ცენტრების უკან თავად ხელისუფლება დგას:

მიმდინარე კვირაში, პარლამენტში, კენჭისყრაზე უნდა გამოვიდეს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით. თუ “ქართული ოცნება” კვლავ მოახდენს საბოტაჟს, ეს იქნება კიდევ ერთი აღიარებითი ჩვენება, რომ ქოლ-ცენტრების უკან დგანან თვითონ.

მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ გვქონდეს სრული მობილიზება. ეს არის პარტია „საქართველოსთვის“ მიერ ინიცირებული საგამოძიებო კომისია და რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ, რადგან საზოგადოებამ უნდა გაიგოს სრული სიმართლე, თუ რამხელა დანაშაულებრივი სქემა აქვს აწყობილი “ქართულ ოცნებას”, რომლითაც მდიდრდებიან თვითონ და აფინანსებენ საკუთარ პოლიტიკურ პარტიას“, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ხვალ, სესიაზე გაასაჯაროვებს მტკიცებულებებსა და ფაქტებს, დაასახელებს კონკრეტული პიროვნებების ვინაობას, რითიც საზოგადოება რეალურად დაინახავს, თუ ვინ იდგა ე.წ იმიტირებული ქოლ-ცენტრების უკან და როგორ ცდილობდნენ მისი სახელისა და ოჯახის რეპუტაციის შელახვას:

მიუხედავად იმისა, შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია, ჩვენ ხვალ გავასაჯაროვებთ სრულიად ახალ ფაქტებს, სადაც საზოგადოება რეალურად დაინახავს, თუ ვინ იდგა იმიტირებული ქოლ-ცენტრების უკან, რომლითაც უნდოდათ ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენება. დავასახელებთ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, თუ ვინ დგას ვინმე მიხეილ არახამიას უკან, თუ ვინ დაგეგმა ეს სპეცოპერაცია ჩემ წინააღმდეგ, რომ შეებღალათ ჩემი სახელი.

ამ ყველაფერს, მტკიცებულებებითა და სახელ-გვარებით გავასაჯაროვებთ ხვალინდელ სესიაზე. საგამოიძიებო ორგანოები არ ატარებენ გამოძიებას, ამიტომ ჩვენ მოგვიწია ამ მოკლე ვადაში ჩვენი გამოძიება ჩაგვეტარებინა, რითაც საზოგადოება დაინახავს კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, მათ შორის პარლამენტის წევრების, ასევე იმ ადამიანების, ვინც დგას ქოლ-ცენტრების უკან და მათ შორის, სხვა დანაშაულებრივი ჯგუფები, რომლებიც ძარცვავენ არამხოლოდ ევროპელ პარტნიორებს, არამედ საქართველოს მოქალაქეებს“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი ვაშაძე: “გზა გამარჯვებამდე გადის ნამდვილ ერთიანობაზე. თუ ამას შევძლებთ, რეჟიმი დამარცხდება და ქვეყანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ წერილში...

“სუს-ის განსაკუთრებული გააქტიურება, რა თქმა უნდა, უკავშირდება ჩვენს მზარდ რეიტინგს” – თინა ბოკუჩავა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...

“ჩვენი ოპოზიციური პოლიტიკოსების და მათი მოკავშირე ენჯეო კლასტერის ერთერთი დიდი მინუსი არის სტრატეგიული ხედვის...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძის მძიმე შეფასებები ოპოზიციისა და ენჯეო სექტორის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...