სამშაბათი, აპრილი 22, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს! ეს უნდა იყოს ყველა...

“არა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს! ეს უნდა იყოს ყველა პოლიტიკოსის, პატრიოტი ქართველის დღის წესრიგი!” – სერგო ჩიხლაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის’’ პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს რუსეთის მხრიდან გატარებულ პოლიტიკაზე, რომელიც საქართველოს განვითარებისა და ევროპული კურსის შეფარხებელი ნაწილი შესაძლოა გახდეს. ოპოზიციონერი ლიდერი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო მწვავედ აკრიტიკებს მმართველ პარტიას და  საზოგადოებას მოუწოდებს, რომ მოქმედების დროა:

,,როგორც ვხედავთ, რუსეთის და ივანიშვილის რუსული რეჟიმის ერთობლივი სპეცოპერაცია, რომლის მიზანიცაა საქართველოს რუსიფიკაცია – დასკვნით ფაზაში შედის.

გუშინ, ჩვენ, ნოდარ მელაძის ,,შაბათში“ ვნახეთ შოკისმომგვრელი ფაქტები, როგორ თანამშრომლობს კრემლი და რუსეთის სპეცსამსახურები პირდაპირ, პირადად ივანიშვილთან და მის რეჟიმთან; როგორ ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში, მათ შორის, არჩევნების საკითხებში.

პარალელურად ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება რუსეთის დამატებითი ექსპანსია საქარველოში უვიზო რეჟიმის დაწესებით და პირდაპირი ფრენების დაწყებით, რაც ივანიშვილის რუსული რეჟიმის სრული თანხმობით და მონაწილეობით ხორციელდება.

ამ ყველაფრის მიზანი არის საქართველოს სრული იზოლაცია დასავლეთისგან და რუსეთზე მიბმა პოლიტიკურად, ეკონომიკურად და რუსულ ორბიტაზე ჩატოვება.

მეგობრებო, დღეს ოხვრის, მითქმა-მოთქმის, აღშფოთებების დრო აღარ არის, ქმედებებზე უნდა გადავიდეთ. არჩევანი მარტივია – ვეგუებით ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოში, რუსულ ექსპანსიას, საქართველოს იზოლაციას, ევროკავშირისგან, NATO-სგან ათწლეულებით დისტანცირებას, არჩევნების მოპარვას?! – არა, რა თქმა უნდა!

რა არის გამოსავალი? – გამოსავალი არის ერთადერთი, ეს არის ყველა პარტრიოტი ქართველის, საქართველოს ყველა მოქალაქის, არა მარტო პოლიტიკოსების ან პარტიების, მობილიზება, ერთიანობა, ყოველდღიურ რეჟიმში წნეხი და პროტესტი ივანიშვილის რუსულ რეჟიმზე, რომლის საბოლოო მიზანიც უნდა იყოს რუსული რეჟიმის დემონტაჟი, თავისუფალი არჩევნების მოპოვება, ევროკავშირისა და NATO-სკენ სვლა, რაც არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის უსაფრთხოების და ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტია.

არა რუსულ რეჟიმს! არა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს! ეს უნდა იყოს ყველა პოლიტიკოსის, პატრიოტი ქართველის ყოველდღიური დღის წესრიგი!“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როცა მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს ივიწყებს!” – შორენა ლობჟანიძე სკოლებში ჩინური ენის სწავლებაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ეთნიკურ-რელიგიური მიმართულების ხელმძღვანელი, შორენა ლობჟანიძე ეხმიანება მმართველი...

“ამ წმინდა უვიცობაში ქოცები დაწინაურდებიან” – გიგი უგულავა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ირონიულ...

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

“ფარისევლობის და მდაბიოობის საოცარი ნაზავი შემოგვთავაზეს ბედნიერ ერს🤮” – ბაჩანა შენგელია

საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას დაკითხვასთან დაკავშირებით პროდასავლურ პარტიებში დაფიქსირებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“ქოცები არიან დასუსტებულები და აჭრილ-აბნეულები” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...