spot_img
მთავარიანალიტიკა"ბოლო 11 წლის განმავლობაში 256 728-ით მეტი ჩვენი...

“ბოლო 11 წლის განმავლობაში 256 728-ით მეტი ჩვენი თანამემამულე გავიდა საქართველოდან, ვიდრე დაბრუნდა” – ალექსი ნონიაძე

ერთ-ერთი სენსიტიური თემა ჩვენს საზოგადოებაში დღეს მიგრაციაა. ჩვენი მოქალაქეები მასიურად ტოვებენ საქართველოს და საცხოვრებლად ან დროებით სამუშაოს საძიებლად უცხოეთში მიემგზავრებიან. ეს ისეთი პრობლემაა, რომ არავის გულგრილს არ გვტოვებს, რადგან არ დარჩა ქვეყანაში ალბათ ოჯახი, სანათესაო, სამეზობლო თუ სამეგობრო, რომ ჩვენთვის ახლობელი ერთი ადამიანი მაინც არ წასულიყოს ემიგრაციაში. ხშირად შვილები იზრდებიან მშობლების გარეშე, ხოლო მოხუცი მშობლები იძულებულნი ხდებიან, რომ შვილების არ ყოფნას შეეგუონ, რაც ოჯახური ტრაგედიების ხშირი მიზეზი ხდება…

ამ პრობლემის თაობაზე საჯაროდ საუბრობენ სოციოლოგები, პოლიტიკოსები, ბიზნესის წარმომადგენლები და რიგითი ადამიანები, თუმცა ამ თემას ყველა თავის კონტექსტში განიხილავს, ხოლო მსმენელის მანიპულირებისთვის სხვადასხვა მაჩვენებლები მოჰყავთ. ამ სტატიის მიზანია ობიექტურად, საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ციფრებში დავინახოთ რამდენად რეალურია პრობლემა.

ცხრილში N1-ში წარმოდგენილია საქართველოს მოქალაქეების მიგრაცია წლების მიხედვით. ვხედავთ, რომ 2012 წლის შემდეგ 2017 წლამდე მიგრაციული სალდო უარყოფითი იყო და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასული ჩვენი თანამემამულეების რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 17-20 ათასი ადამიანით მეტი იყო ვიდრე შემოსული. 2018-2022 წლების პერიოდში ეს მაჩვენებელი განუხრელად იზრდებოდა და 2022 წელს უკვე 46 ათას ადამიანზე მეტი შეადგინა. გამონაკლისს წარმოადგენდა 2020 წელი, სადაც მიგრაციული სალდო პირიქით დადებითი იყო. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მოვლენა საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.
წლების განმავლობაში ასევე მზარდი იყო ემიგრაციის მაჩვენებელიც. თუ 9-10 წლის წინ ქვეყნიდან წლიურად 60 ათას ადამიანზე ცოტა მეტი გადიოდა, 2022 წელს ამ მაჩვენებელმა 100 ათას ადამიანზე მეტი შეადგინა.

ჯამში, ბოლო 11 წლის განმავლობაში 256 728-ით მეტი ჩვენი თანამემამულე გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე დაბრუნდა.

ცხრილი №1
მაშინ, როცა ჩვენი მოსახლეობა მასიურად გადის ქვეყნიდან, უცხო სახელმწიფოების მოქალაქეები იკავებენ მათ ადგილს. საქსტატის 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში იმიგრირდა:

1. რუსეთის ფედერაციის 62 304 მოქალაქე;
2. უკრაინის 20 716 მოქალაქე;
3. ბელარუსის 13 361 მოქალაქე;
4. ინდოეთის 3 948 მოქალაქე;
5. თურქეთის 3 946 მოქალაქე;
6. აზერბაიჯანის 2 563 მოქალაქე;
7. სომხეთის 1 528 მოქალაქე;
8. აშშ-ს 1 502 მოქალაქე;
9. ირანის ისლამური რესპუბლიკის 1 177 მოქალაქე;
10. ჩინეთის 1095 მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მეთოდოლოგიის თანახმად იმიგრანტად ითვლება პირი, რომელმაც გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე შემოსვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველო არ იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას საქართველოს საზღვრებს გარეთ წინა 12 თვეში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე).

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია” – ირაკლი კობახიძე

ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ("ოპოზიციის სტრატეგია...

Business Insider Polska: ბათუმი შავი ზღვის რეგიონში ბიზნესისა და ტურიზმის ახალ ცენტრად ყალიბდება

„Business Insider” – ის პოლონური გამოცემა ბათუმის შესახებ ვრცელ...

“გადავწყვიტე, რომ ნანუკა იყოს რეფორმატორთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტია "ერთიან ნაციონალური მოძრაობაში" დაგეგმილ ძირეულ ცვლილებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...