კვირა, ივნისი 15, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ევროპის სოციალისტურ პარტიაში" "ქართული ოცნების" წევრობა საქართველოს ევროპული...

“ევროპის სოციალისტურ პარტიაში” “ქართული ოცნების” წევრობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე არათუ დადებით როლს არ ასრულებდა, პირიქით, სრულიად კონტრპროდუქტიული იყო – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, საზოგადოებას მმართველი პარტიის გადაწყვეტილება გააცნო.

მოგესალმებით, პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ დღეს გაიმართა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პოლიტსაბჭოს სხვა წევრები, უშუალოდ აგრეთვე დისტანციურად პოლიტსაბჭოს სხდომას ესწრებოდნენ პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და პოლიტსაბჭოს სხვა წევრები. განვიხილეთ პოლიტსაბჭოს სხდომაზე სხვადასხვა საკითხი და ერთ-ერთ მთავარ საკითხზე მინდა რომ გავაკეთო დღეს განცხადება პარტიის პოლიტსაბჭოს პოლიტიკური პარტიის სახელით:

„ქართულმა ოცნებამ“ 4 მაისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მონაწილეობა მიიღო „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ ყოველწლიურ კონფერენციაში, რომლის დევიზი იყო „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი“. აღნიშნულ კონფერენციაში ჩვენი პარტიის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მონაწილეობა და პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა იყო ტრადიციული ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების მიმართ ჩვენი ერთგულებისა და მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება. ღრმად გვწამს, რომ ნებისმიერი ერისა და სახელმწიფოს წინსვლასა და წარმატებას მყარი ღირებულებითი საყრდენი ჭირდება. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანი სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ იმ ღირებულებით კრიზისზე, რომელიც თანამედროვე სამყაროშია შექმნილი და რომელსაც ფსევდოლიბერალები მიზანმიმართულად აღრმავებენ.

როგორც ცნობილია, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაში ჩვენი მონაწილეობა კრიტიკულად შეაფასეს იმ ევროპული პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირებმა, რომლის დამკვირვებელი წევრიც არის „ქართული ოცნება“. მეტიც, მათი მხრიდან გაისმა ერთგვარი საჯარო მუქარა თანამშრომლობის გადახედვის შესახებ, რასაც წინ არ უძღოდა არავითარი ორმხრივი კომუნიკაცია. „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ხელმძღვანელების ამგვარი ქმედება და დამოკიდებულება ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია.

ჩვენი პარტია „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრია 2015 წლიდან. სამწუხაროდ, 2015 წლიდან დღემდე „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ არ გაუკეთებია არცერთი ხმამაღალი განცხადება „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად. მეტიც, „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ცალკეული წარმომადგენლები რეგულარულად უერთდებოდნენ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერ პოლიტიკურ კამპანიებს. შარშან და წელს, რამდენიმე ათეულმა ევროპარლამენტარმა „ევროპის სოციალისტური პარტიიდან“ მხარი დაუჭირა აბსურდულ რეზოლუციებს, რომლებითაც ევროპარლამენტი ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ორი დამნაშავის, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებასა და კიდევ ერთი დამნაშავის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა. სამწუხაროდ, „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ მისი წევრი ევროპარლამენტარების მიერ აბსურდული რეზოლუციების მხარდაჭერა არცერთხელ არ დაუგმია. ასეთ პირობებში, „ევროპის სოციალისტურ პარტიაში“ „ქართული ოცნების“ წევრობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე არათუ დადებით როლს არ ასრულებდა, პირიქით, სრულიად კონტრპროდუქტიული იყო.

გარდა ამისა, 2015 წლიდან დღემდე, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებოდით „ევროპის სოციალისტური პარტიის“ იდეოლოგიურ ტრანსფორმაციას. გასული წლების განმავლობაში, აღნიშნული პარტია სულ უფრო შორდებოდა კლასიკურ სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიას და გადადიოდა ფსევდოლიბერალურ პლატფორმაზე, რომელიც თანამედროვე სამყაროში შექმნილი ღირებულებითი კრიზისის გაღრმავებას განაპირობებს. „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ამგვარი იდეოლოგიური ტრანსფორმაცია ჩვენთვის მიუღებელია და შეუთავსებელია ჩვენი პარტიის, ისევე, როგორც ქართული საზოგადოების ფასეულობებთან და ხედვებთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი და „ევროპის სოციალისტურ პარტიასთან“ დაკავშირებული სხვა გაერთიანებები, რასთან დაკავშირებითაც „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ დაუყოვნებლივ გაეგზავნება ჩვენი წერილობითი განცხადება.

დღეიდან, „ქართული ოცნება“ თანაბარ საწყისებზე ითანამშრომლებს ყველა ევროპულ პოლიტიკურ პარტიასთან იმ საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რომელიც ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას და ხელისუფლებას გვაქვს დასახული“, – ნათქვამია მმართველი პარტიის განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას ირაკლი კობახიძემ გააცნო.

ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ ორგანიზებული ფართო სამოქალაქო ფრონტი ჩამოშლის ამ სისტემას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში...

ნინო ჯანგირაშვილი: “მე ვიცი ბოლოს რითი დამთავრდება ეს ყველაფერი”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ სცენარზე საუბრობს,...

“ეს აღარ არის მხოლოდ პოლიტიკა და ვინ მოგწონს ან ვინ – არა, ეს არის...

პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით და მმართველი...

“ნუ გადადებთ მყისიერად უთხრათ – “იდი ნა *უი” – ნებისმიერს, ვინც ამას იმსახურებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას "სწრაფი გადაწყვეტილების თეორია": "ჩვენ ყველაფერი გვეზარება, ყველა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...