პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირკლი ზარქუა, უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ სოციალურ ქსელში საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში დაფიქსირებულ კრიტიკულ პოზიციას, მწვავე შეფასებებით ეხმაურება:
,,ვის აინტერესებს არახამია, რომელმაც ქართული არ იცის, დაბადებულია და გაზრდილია რუსეთში. ახლა თავის წინაპრებსაც პატივს არ სცემს – მშობლებს, გვარი ბრაუნად გადაიკეთა. ახლა თქვენ გგონიათ, ეს საქართველოსთვის ან ქართველებისთვის იბრძვის?!
რეალურად, თავის სამშობლოს რომ უწოდებს, უკრაინა რომ უყვარდეს – ერთხელ იარაღით ხელში ფრონტის ხაზზე გინახავთ? ბახმუტში ჩასული გინახავთ? ასე დაფრინავენ… ან ამისთვის სცალია, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს?! ე.ი. იქ თუ გამოუშვებენ… ვინ ჰკითხავს ამას?!
ზუსტად ვიცი, იცით როგორ კარგად ვხედავ, როგორ გაასამართლებენ არახამიას და ასეთ ნაძირლებს უკრაინელები იმიტომ, რომ ისინი უკრაინის ინტერესებს არ ემსახურებიან. ამას უკრაინელი ხალხიც და მთელი მსოფლიოც მალე ნახავს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


