პარასკევი, მაისი 9, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"დისკრედიტაციული კამპანია მიმართულია საარჩევნო ადმინისტრაციის აშკარა წარმატების დასაჩრდილად"...

“დისკრედიტაციული კამპანია მიმართულია საარჩევნო ადმინისტრაციის აშკარა წარმატების დასაჩრდილად” – ნათია იოსელიანი

9 მაისს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრეს-სპიკერმა საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგი დისკრედიტაციული კამპანიის მიმდინარეობაზე ისაუბრა:

გვინდა გამოვეხმაუროთ საარჩევნო ადმინისტრაციის მისამართით გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებების, დეზინფორმაციის და დისკრედიტაციის შემცველი განცხადებების მორიგ ტალღას, რომელმაც ბოლო 2 დღეა განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო.

საარჩევნო ადმინისტრაცია, ისევე როგორც ამ უწყების წარმომადგენელი კონკრეტული პირები არაერთხელ გამხდარან პოლიტიკოსების თავდასხმის ობიექტი, პერმანენტულად ისმის ბრალდებები, რომ თითქოს ქვეყანაში არჩევნები ყალბდება, რომ ადმინისტრაცია ხელისუფლების ინტერესს ატარებს, თუმცა არასდროს არც ერთ მათგანს არ წარმოუდგენია გაჟღერებული ბრალდებების დამადასტურებელი ფაქტები. ადამიანებს, რომლებიც დემოკრატიის მაღალ სტანდარტებზე საუბრობენ, სამწუხაროდ ავიწყდებათ უდანაშაულობის პრეზუმფცია საარჩევნო ადმინისტრატორებთან მიმართებაში და საკუთარი განცხადებებით არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების, არამედ ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტირებას ახდენენ.

განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ამჯერად აღნიშნული კამპანია საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებით დაიწყო, რომელიც ცესკოში პარტია „ლელოს“ წარმოადგენს. საარჩევნო ადმინისტრაციის ნებისმიერმა წარმომადგენელმა და მით უფრო ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, კარგად იცის თუ რამხელა რესურსი იხარჯება იმისთვის, რომ საქართველოში არჩევნები მაღალი სტანდარტით, პროფესიონალურად ჩატარდეს. კარგად ხედავს იმ სისტემის უპირატესობას, რომლის დანერგვაც ახლა საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარი საზრუნავია. ხედავს იმ აშკარა წარმატებას, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას ამ მიმართულებით აქვს და სამწუხაროა, რომ ყველა ამ წარმატების უგულებელყოფა ხდება პოლიტიკური ინტერესების და პოლიტიკური დღის წესრიგის გამო.

საგულისხმოა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას შეხება არ აქვს იმ პროცესთან, რომელიც ამჟამად საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ცესკო არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ხოლო საკანონმდებლო ინიციატივების პოლიტიკური ასპექტების განხილვა და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ჩარევა არ წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებას. ამის მიუხედავად, დაინტერესებული მხარეები აქცენტს საარჩევნო ადმინისტრაციაზე აკეთებენ და უსაფუძვლო ბრალდებების გახმაურებით ცდილობენ საზოგადოებაში შექმნან მის მიმართ უნდობლობა.

არსებული რეალობიდან გამომდინარე ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს დისკრედიტაციული კამპანია მიმართულია საარჩევნო ადმინისტრაციის აშკარა წარმატების დასაჩრდილად. სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ თვალნათლივ ნახა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად ჩაატარა შუალედური/რიგგარეშე არჩევნები. ამ არჩევნებმა უმაღლესი შეფასება მიიღო მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლების, უცხო ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების მხრიდან. საარჩევნო პროცესს აკვირდებოდნენ, მათ შორის, იმ პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები, რომლებიც ახლა საარჩევნო ადმინისტრაციის მისამართით დისკრედიტაციულ განცხადებებს აკეთებენ, თუმცა საარჩევნო პროცესთან მიმართებაში კითხვის ნიშნები არ გასჩენიათ. ამის მიუხედავად, ვისმენთ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელიც აზიანებს როგორც უწყებას, ისე მთლიანად საარჩევნო გარემოს.

და ბოლოს საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე ამ ეტაპზე დგას უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რაც 2024 წლის პარლამენტის და ყველა მომდევნო საერთო არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებას გულისხმობს. აღნიშნული რეფორმის განხორციელება დაკავშირებულია კოლოსალურ სამუშაოსთან. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში სამართლიანი, გამჭვირვალე და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩატარებისა და ამ პროცესში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვისთვის. გვინდა მოვუწოდოთ პოლიტიკოსებს, საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვა მხარეებს, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა შეაფასონ მხოლოდ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით და ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გამო, რადგან საარჩევნო პროცესის წარმატებით განხორციელება ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესშია“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ინფორმაციას ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილს ძალიან შეზღუდული აქვს იმ ადამიანების წრე, რომლებსაც შეუძლია ენდოს ქვეყნის ღალატის საკითხში” –...

“ამ მოღალატეთა ჯგუფის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა მოსალოდნელიც იყო. ივანიშვილს...

“უკვე ძალიან წუხან “პატრიოტი” რუსქოცები, რომ პუტინს აღარ აქვს უსაფრთხოების გარანტია 9 მაისის აღლუმისთვის”...

რუსეთში დაგეგმილ, 9 მაისის აღლუმთან დაკავშირებით, გაჩდა ერთგვარი შიშნარევი...

“ბიჭოო, ცოტა ხნით გააჩუმეთ კახი კალაძე🙈 დღეს აღიარებითი ჩვენება მისცა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თბილისის მერის, კახა...

“ქვეყანა ღრმა კრიზისშია – ივანიშვილი იმალება, კობახიძე კი ზიზღითა და სარკაზმით ელაპარაკება როგორც საზოგადოებას,...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ ღრმა პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...