spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გააზრებული გვაქვს, ვის ვებრძვით და რა ბრძოლაშიც ვართ,...

“გააზრებული გვაქვს, ვის ვებრძვით და რა ბრძოლაშიც ვართ, ვაპირებთ ამ ბრძოლის საქართველოს გამარჯვებამდე მიყვანას” – გიორგი ვაშაძე

სამართალდამცავი ორგანოების მიერ თბილისში ერთ-ერთი ოფისისიდან კომპიუტერული ტექნიკის ამოღება და ოფისის დალუქვა მოხდა. ამ ფაქტს, კონკრეტული საინფორმაციო საშუალებების, რიგი ექსპერტებისა თუ მმართველი პარტიის ცალკეული ლიდერების მხრიდან “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძისა და მისი ძმის მიმართ პირდაპირი ბრალდებები მოჰყვა, თითქოს აღნიშნული ოფისი იყო მათი ქოლ-ცენტრი, სადაც დანაშაულებრივი საქმიანობა წარმოებდა. ამ ბრალდებებს მორიგი მწვავე შეფასებებით, დეტალური, მათ შორის, სამართლებრივი განმარტებებით თუ საპასუხო ბრალდებებით ეხმაურება ოპოზიციონერი ლიდერი და იქვე სიყალბის დამადასტურებელ 5 კონკრეტულ ფაქტზე საუბრობს:

მეგობრებო, ხელისუფლების ცილისმწამებლური კამპანია არ წყდება ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. სპექტაკლი, თითქოს, მე ან ჩემი ძმა რაიმე ფორმით დაკავშირებული ვიყოთ ე.წ. ქოლ-ცენტრების, უფრო სწორად, იმიტირებული ქოლ-ცენტრების საქმესთან.

სახეზე გვაქვს სუსის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომლის მიზანია ჩემი პოლიტიკური რეპუტაციის შელახვა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, რომ თითქოს ხელისუფლება არაფერ შუაშია ქოლ-ცენტრების სკანდალთან და წლების განმავლობაში ევროპელი პენსიონერების ძარცვის სქემასთან. როგორც ირკვევა, თავად ძარცვავენ ამ ქოლ-ცენტრებით.

სიყალბე #1: 13 აპრილს ვინმე მიხეილ არახამია, სავარაუდოდ, სუსის დავალებით, არეგისტრირებს კომპანიას შპს “ლაიონ 777 გრუპს” ორი წლის წინ გაყიდულ ბინაში ანუ სხვის საკუთრებაში, რასაც, ბუნებრივია, “ზემოდან” ჩარევის გარეშე, დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა და ქირაობს ფართს ჩემი ძმის სასტუმროს ზედა სართულზე, რომელსაც სხვა მესაკუთრე ჰყავს.

სიყალბე#2: დოკუმენტებში მითითებული ტელეფონის ნომერი, რომელიც, თითქოს, არახამიას ეკუთვნის, ყალბია, რეალურად სხვისი კუთვნილი საკონტაქტო ნომერია მითითებული.

სიყალბე #3: კონტრაქტზე ხელის მომწერი არის სხვა პიროვნება, რომელიც რეალურად ფლობს ამ ფართს. ამდენად, დათოს არც ეცოდინებოდა და ვერც ჩაერეოდა სხვა მეწილე თავის ფართს სად და როდის გააქირავებდა.

როგორც ირკვევა, არახამია, რომელმაც ფართი იქირავა, ამ შენობის დირექტორს ეუბნება, რომ ნაქირავებ ფართში უნდათ სასწავლო ცენტრის გახსნა. უნდა აღინიშნოს, რომ ამავე ოფისში წლების განმავლობაში არსებობდა სასწავლო ცენტრი, დიდი ხანი ეს ოფისი ვერ ქირავდებოდა. შესაბამისად, დამქირავებელს რაიმე ეჭვი არ გასჩენია და ფართი მიაქირავა.

სიყალბე #4: საყურადღებოა, რომ ერთ-ერთი მედიით ვინმე არახამიას მეუღლე ამბობს, რომ მისი ქმარი წლებია უმუშევარია, ბიზნესის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და დასაქირავებელი თანხა ვერ ექნებოდა. შესაბამისად, დამოუკიდებლად ვერ შეიძენდა იმიტირებული ქოლ-ცენტრისთვის საჭირო ძვირადღირებულ ტექნიკას.

რაც შეეხება თვითონ არახამიას, ვინც იქირავა ფართი იმიტირებული ქოლ-ცენტრებისთვის, გაქრა და როგორც მისი მეუღლე ამბობს, საერთოდ ქვეყნიდან გაიყვანეს.

2-3 კვირის განმავლობაში, რაც ეს კომპანია დაფუძნდა და ხელშეკრულება გაფორმდა, თითქოს, ანონიმური ზარი შედის, რომ ეს არის სავარაუდო ქოლ-ცენტრი და ილუქება მესამე სართულზე განთავსებული ოფისი, რომელთანაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემს ძმას არანაირი შეხება არ ჰქონია.

სიყალბე #5: გარდა ამისა, სანამ ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტრო რაიმე სახის ოპერაციას ჩაატარებდა, „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებულმა ე.წ. ექსპერტებმა და ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია, თითქოს, ქოლ-ცენტრი ჩემს სახელთან იყო დაკავშირებული.

უფრო მეტიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამართალდამცავ ორგანოებს დღემდე არანაირი განცხადება ამ საქმეზე არ გაუკეთებიათ.

„ქართული ოცნების“ მიერ მართული ტელეარხებითა და მათი პროპაგანდისტი, იაფფასიანი ე.წ. ექსპერტების მიერ ხდება ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება.

სინამდვილეში, საქმე გვაქვს იმიტირებულ ქოლ-ცენტრთან, რომლის სპეცოპერაციაც თავიდან ბოლომდე სუსის მიერ არის დაგეგმილი.

აი, ასე იყო ეს ამბავი, რომელსაც “ქართული ოცნება” და მისგან მართული სხვადასხვა მედიასაშუალებები სრულიად განსხვავებულ, არარეალურ ინტერპრეტაციას აძლევენ და ასეთი ბინძური კამპანიით ცდილობენ ჩემი და ჩემი ოჯახის სახელის გაშავებას და რეპუტაციის შელახვას.

მეგობრებო, არ ავყვეთ ხელისუფლების ამ და მსგავს დეზინფორმაციებს. თანდათან კიდევ ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით ხელისუფლების ცრუ პროპაგანდის სამხილებლად.

ასევე, მივმართავ ხელისუფლებას, ეს შანტაჟის ფორმები არ იმუშავებს და კიდევ უფრო მეტი მონდომებით გავაგრძელებთ მე და ჩემი გუნდი იმ ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების მხილებას, რომელსაც თქვენ ჩადიხართ. გააზრებული გვაქვს, ვის ვებრძვით და რა ბრძოლაშიც ვართ და ვაპირებთ ამ ბრძოლის საქართველოს გამარჯვებამდე მიყვანას“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გიორგი ვაშაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს” – კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს...

“ეს ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე” – ლევან ბეჟაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ლევან ბეჟაშვილი პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის,...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” –...

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...