spot_img
მთავარიისტორიული ფაქტები"მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან და ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად 8...

“მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან და ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად 8 მაისს აღვნიშნოთ ფაშიზმზე გამარჯვების დღე” – გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ სხვა წევრებთან ერთად 8 მაისს ფაშიზმთან გამარჯვების დღესთან დაკავშირებით უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ვაშაძის თქმით, საქართველომ ფაშიზმზე გამარჯვების დღე ცივილიზებულ სამყაროსთან, ევროკავშირთან და „ნატოსთან“ ერთად უნდა იზეიმოს. მან ასევე ხაზი გაუსვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ ერთი წლის წინ რეგისტრირებული კანონპროექტის მნიშვნელობას:

ერთი წლის წინ ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენელმა“ პარლამენტში დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც 8 მაისს, ევროკავშირთან და ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად აღვნიშნოთ ფაშიზმზე გამარჯვების დღე.

ასობით ათასი ადამიანი შეეწირა მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და სწორედ 8 მაისს ჩაეყარა საფუძველი იმ ევროკავშირს, რომლის წევრობა გვინდა ჩვენ, იმ ნატოს, რომლის წევრობაც გვინდა ჩვენ და უსაფრთხოებისა და განვითარების პერსპექტივა შექმნა მთელი მსოფლიოსთვის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, 8 მაისს აღვნიშნოთ ეს დღე.

რაც შეეხება 9 მაისს, ღიად ვთქვათ, რომ ეს არ არის ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ეს არის რაშიზმთანა და ოკუპაციასთან დაკავშირებული დღე. ჩვენ არაფერი საერთო არ გვაქვს საბჭოთა კავშირთან.

დიდება გმირებს, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს იმ ევროპული ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რასაც დღეს ჰქვია ევროკავშირი და ნატო“, – განაცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

უნგრული ჟურნალი “Világjáró” ბათუმის შესახებ სტატიას აქვეყნებს

პრესტიჟული უნგრული, სამოგზაურო ჟურნალი „Világjáró“ ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას...

“9 წლის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ ბრალდებებს და არა ფაქტებს, მტკიცებულებებს” – კახა კალაძე

"პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭირვალედ...

“ჩნდება მარტივი კითხვა: კონკრეტულად რა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა და ვის? ვინ იყო მისი წყარო...

სუს-ის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომში ცალკეული მედიასაშუალებების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...