მმართველი პარტიის მიერ ახალი ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს აღარ შეეძლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენა, ხოლო მის დამტკიცებას დასჭირდება არა 100 ხმა, არამედ 76. აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს პარლამენტის ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი, ლევან ბეჟაშვილი:
,,ეს კანონპროექტი არის სახელმწიფოს მიტაცების კლასიკური მაგალითი, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს კონსტიტუციის, კანონმდებლობის გვერდის ავლით, მათთვის კომფორტული და უპირატესი გარემო მიიღონ კანონმდებლობაში – ამ შემთხვევაში, საარჩევნო კომისიებში.
თავისთავად, ამ სულისკვეთებით მიღებული კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ვხედავთ, რომ ავტორიტარული რეჟიმი ყველაფერზე მიდის იმისათვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს.
ეს კანონპროექტი არის ხელისუფლების შესანარჩუნებლად ბრძოლის ნათელი მაგალითი“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


