ტელეკომპანია “კავკასია”-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი რეპერ მასტერას კლიპს და ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის ქადაგებას მწვავე შეფასებებით ეხმაურება:
“რომ მიხვდეთ რა ტრაგიკომედიაში ვართ ზედიზედ უნდა უყუროთ რეპერ მასტერას კლიპს და მეუფე იაკობის დღევანდელ ქადაგებას.
იაკობმა, რა თქმა უნდა, სახელისუფლო მესიჯბოქსის მთელი პაკეტი ჩამოარაკრაკა, ქალი ქალიო, კაცი კაციო, დედა დედაო, მამა მამაო, ევროპამ თავი დაგვანებოსო, ისეთი მიგვიღოს როგორიც ვართო. მშვიდობაო და ა.შ.
იქით რეპერმა, არ მინდა ევროპამ წიხლი დამაჭიროსო, ნუ რა თქმა უნდა, ამასაც მშვიდობა უნდა და უფლის დიდებაც.
ტოტალიტარიზმის პაროდიაში ვართ. ამათ ოღონდ დემოკრატია და სამართლიანი სასამართლო არ უხსენო და მალე ოპერას დააწერინებენ ვინმეს იმაზე, როგორ მოითხოვდა დაჟინებით შარლ მიშელი ღარიბაშვილისგან სქესის შეცვლას“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.

