პარასკევი, აგვისტო 1, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თურმე, იმიტომ ვარ რუსეთუმე და არაევროპელი, რომ...

“თურმე, იმიტომ ვარ რუსეთუმე და არაევროპელი, რომ მინდა ჩემი ქვეყნის მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება” – კახა კალაძე

მე მინდა ევროპა და ევროინტეგრაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი უნდა ვთქვა ჩემს იდენტობაზე, წარსულზე, ტრადიციებსა და კულტურაზე, რითაც ვამაყობ”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი live” განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმული ბრალდებები, თითქოს გადაუხვია ევროპულ ღირებულებებს, ცილისწამებაა.

რატომ არ შევუერთდით სანქციებს? ამაზეა ძირითადად საუბარი. ვინ დაგვაჯერებს იმაში, რომ ქართული ღვინო ან სოფლის მეურნეობის პროდუქტები თუ არ გავა, ამით დავაზიანებთ რუსულ ეკონომიკას? ასე ხომ პირიქით დავაზიანებთ გაჭირვებულ ხალხს, ვინც 24 საათი შრომობს ლუკმა-პურის ოჯახში შესატანად. ეს ფული ხომ ისევ საქართველოში შემოდის?!

რატომ უნდა გავხსნათ მეორე ფრონტი საქართველოში? ნაკლები გავაკეთეთ ამ მიმართულებით? ყველა საერთაშორისო მისიაში საქართველო უმრავლესობით იყო წარმოდგენილი. რამდენი დაჭრილი, დასახიჩრებული ბიჭები გვყავს. მაგათ ვენაცვალე, მართლა გმირები არიან.

გვინდა სახელმწიფოებრიობა დავკარგოთ? მინდა, მივმართო საზოგადოებას, დღეს რომ „ნაციონალური მოძრაობა” იყოს ხელისუფლებაში, წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა ქვეყანაში? მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია, თუმცა ეზ არ ნიშნავს საკუთარ იდენტობასა და კულტურაზე უარის თქმას.

თურმე იმიტომ ვარ რუსეთუმე და არაევროპელი, რომ ქვეყანაში მინდა მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება. მე რომ მინდა ევროპა და ევროინტეგრაცია ჩემი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის, ვის უნდა ისე? მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე უარი უნდა ვთქვა ჩემს იდენტობაზე, წარსულზე, ტრადიციებზე, კულტურაზე, რითაც ვამაყობ.

უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე, გავიზარდე და ქართველი ვარ. როდესაც იტალიაში ჩავედი, საქართველო რუსეთი ეგონათ, მაგრამ მერე ყველამ გაიგო, რომ საქართველო უდიდესი კულტურის მქონე, პატარა, ლამაზი ქვეყანაა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თმით, ოპოზიცია საქართველოს ყველანაირ მიღწევას აუფასურებს.

ყველა მიმართულებით უტევენ – სარწმუნოებას, ეკლესიას, წარმატებულ ადამიანებს. როგორ შეიძლება ადამიანმა არ იამაყო, ქართული ანბანი არის მსოფლიოს 14 დამწერლობას შორის. უტევენ სპორტსმენებს. ვნახეთ, ტალახაძეს, კვარაცხელიას რა სტატუსები მიუძღვნეს. ეს მიზანმიმართული კამპანიაა. ასეთი დალოცვილი ქვეყანა გვაქვს, ამხელა წარსული გვაქვს, ამით როგორ არ უნდა იამაყო?“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როგორც ჩანს, კახა კალაძე არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი თბილისის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატურაზე...

“როცა სამშობლოდ რუსეთი მიგაჩნია, ცხადია, ყველას, ვისაც რუსეთი არ უნდა, უსამშობლოს დაუძახებ” – ვახო...

ჟურნალის ვახო სანაიას მძიმე მინიშნება: "როცა სამშობლოდ რუსეთი მიგაჩნია, ცხადია,...

ცესკო: “ევროპარლამენტის მორიგი განცხადება უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს”

ცესკო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს გასული წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...