პარტია ,,ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია კომენტარს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ოპოზიციის სამოქმედო გეგმა წინასაარჩევნო თვალსაზრისით, რათა ნაკლებად მოხდეს ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების ხმების დაკარგვა:
,,სანამ ვისაუბრებთ იმაზე, რა ტიპის ერთიანობაზეა ლაპარაკი – საარჩევნო თვალსაზრისით, ჩვენ უნდა ვისაუბროთ შინაარსზე, ანუ გვაქვს თუ არა შინაარსში ერთიანობა?
საარჩევნო თვალსაზრისით, როგორ წარდგება სხვადასხვა პოლიტიკური ძალა ამომრჩევლის წინაშე, უნდა გავითვალისწინოთ გამოცდილება. ლოზუნგით, რომ ყველა ერთ ყულაბაში ჩაიყაროს – გამოცდილება გვაქვს, მაგალითად, უნგრეთში რაც მოხდა, როცა ოპოზიციური ამომრჩევლების ხმები დაიკარგა.
იმიტომ, რომ ადამიანები ერთმანეთს უნდა უკავშირდებოდნენ, ვიმეორებ, შინაარსსა და ფასეულობაზე დაყრდნობით ან პრაგმატულად ისე, რომ მინიმალურად დაიკარგოს იმ მოქალაქის ხმა, რომელიც შეიძლება იმედგაცრუებული აღმოჩნდეს, რომ მისთვის მიუღებელ პოლიტიკოსთან აქვს საქმე.
ბევრი ძლიერი პოლიტიკურ ცენტრი უნდა იყოს, თორემ სუსტების ჯამით არაფერი არ იცვლება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


