პარასკევი, მაისი 9, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი

29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი წარადგინა.

როგორც მან ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა დათვლილია ყველა, 165-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები. შედეგები კი შემდეგნაირია.

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები:

№21 – ბესიკი წულეისკირი („თავისუფალი საქართველო”) 1 359 ხმა, 4,7%

№41 – გიორგი ხახუბია („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 27 553 ხმა, 95.3%

საკრებულოების შუალედური არჩევნების შედეგად წინასწარი მონაცემები შემდეგია:

გურჯაანი – №41 ზურაბი მუხულიშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 1 347 ხმა

თიანეთი №41 იოსებ მათურელი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 345 ხმა

ახალციხე №41 როინი ნებაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 463 ხმა

ტყიბული
№41 გიორგი კერესელიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 1 322 ხმა 86.63%
№51 გიორგი გაგოშიძე (საინიციატივო ჯგუფი) 204 ხმა, 13.37%

ქუთაისი № 41 მიხეილი გიორგაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 5 396 ხმა

რაც შეეხება მერების რიგგარეშე არჩევნებს, აქ წინასწარი შედეგები შემდეგია:

ცაგერი №41 ლევან ზალკალიანი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 4 825 ხმა

თერჯოლა №41 მანუჩარ რობაქიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 11 511 ხმა

ცესკოს სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, შემაჯამებელი ოქმები, ისევე როგორც ელექტრონული აპარატებიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერი ატვირთულია ვებგვერდზე results.cec.gov.ge და ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს მათ. აღნიშნულ ვებგვერდზე მონაცემების ატვირთვა დაიწყო 29 აპრილს 20:30 საათიდან, ხოლო არჩევნების წინასწარი შედეგები 117 უბნის მიხედვით ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო უბნების დახურვიდან საათნახევარში წარადგინა. ამ დროში წინასწარი შედეგის გამოქვეყნება არჩევნების მასშტაბის გათვალისწინებით უპრეცედენტოა.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა განაცხადა, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა ონლაინ დაკვირვებოდა არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და ვებგვერდზე ხორციელდებოდა.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, ვინც მოვიდა საარჩევნო უბნებზე და გამოხატა თავისი ნება; ასევე ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს, რომელთა ძალისხმევით საარჩევნო პროცესი მაღალ დონეზე იყო ადმინისტრირებული. ასევე ყველა ჩართულ მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, მედიას. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო საერთაშორისო ვენდორი კომპანია „სმარტმატიკი“, რომელთა ტექნოლოგიური მხარდაჭერით შედგა გუშინდელი არჩევნები. ჩვენი თანამშრომლობის შედეგი ადასტურებს, რომ არჩევნები საერთო საქმეა!“ – განაცხადა ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვეღარ ქაჩავს ჟღალი მიმინოს პონტში…🤣🤣🤣 ჩემი რიჟა მელაკუდა…🤣🤣🤣” – ხათუნა ხოფერია

აშშ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების...

“უკვე ძალიან წუხან “პატრიოტი” რუსქოცები, რომ პუტინს აღარ აქვს უსაფრთხოების გარანტია 9 მაისის აღლუმისთვის”...

რუსეთში დაგეგმილ, 9 მაისის აღლუმთან დაკავშირებით, გაჩდა ერთგვარი შიშნარევი...

“ამ ადამიანებს ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდებათ! ჩემი სოლიდარობა ყველა ღირსეულ ქართველ დიპლომატს!” – ზურაბ...

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით...

თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება – კახა კალაძის განმარტებები

თბილისის მერია ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც სადგურის მოედანთან არსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...