შაბათი, მარტი 15, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითორნიკე რიჟვაძე - გილოცავთ ბათუმობას! ბათუმის წარმატებაში განსაკუთრებით...

თორნიკე რიჟვაძე – გილოცავთ ბათუმობას! ბათუმის წარმატებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული ბათუმელის წვლილი, სწორედ ბათუმელები ქმნიან ამ ქალაქის უნიკალურობას, მის კულტურას, აწმყოს და მომავალს

დღეს „ბათუმობა 2023“ აღინიშნება. ბათულობის საზეიმო ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების მერები და დელეგატები ესწრებოდნენ.

თორნიკე რიჟვაძემ ბათუმელებს დღესასწაული მიულოცა და საპატიო ბათუმელის დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

,,135 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმს მიენიჭა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. ვულოცავ ბათუმობას ჩვენს ბათუმელებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც უყვარს ეს ქალაქი.

ყოველდღიურად იზრდება ჩვენი საამაყო ქალაქის ცნობადობა, მისი პოპულარობა საერთაშორისო მასშტაბით. გვაქვს წარმატებები ქალაქის განვითარების, სპორტული, კულტურული, ინფრასტრუქტურული მიმართულებით. ეს არის თავდაუზოგავი შრომის შედეგი, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც მონაწილეობას იღებს წარმატების ამ ისტორიის შექმნაში.

განსაკუთრებით მახარებს ის, რომ ბათუმის ახალი სტადიონი, რომელიც ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია, უკვე გახდა ნომინანტი ეროვნულ დონეზე და წარდგენილია პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ქალაქს და მის პროექტებს.

თუმცა, ბათუმის წარმატებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული ბათუმელის წვლილი. სწორედ ბათუმელები ქმნიან ამ ქალაქის უნიკალურობას, მის კულტურას, აწმყოს და მომავალს. განსაკუთრებით მინდა მივულოცო დღევანდელი დღე ჩვენს საპატიო ბათუმელებს, როგორც გასული წლების, ასევე წლევანდელი წლის ნომინანტებს” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ.

საპატიო ბათუმელის წოდება სხვადასხვა სფეროში გამორჩეულ 15 პირს გადაეცა. ბათუმის თვითმმართველ ქალაქად გამოცხადების 135 წლისთავთან დაკავშირებით საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ, მთელი დღის განმავლობაში, საბავშვო და სპორტული აქტივობები, კულტურული ღონისძიებები, კლასიკური, თანამედროვე და ქართული ფოლკლორის კონცერტები, გამოფენები გაიმართა.

სადღესასწაულო ღონისძიების ფარგლებში მიუზიკლი „და აი ჩვენ აქ ვართ Mamma Mia” გაიმართება, დღესასწაული საზეიმო გალაკონცერტითა და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სიტუაცია შეიცვლება ქართველი ერის ერთიანობის და ბევრად უფრო ძლიერი ბრძოლის პირობებში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა "ვივამედიდან" სასამართლო სხდომაზე...

“ჩემი პრეზიდენტობის შედეგად საქართველოში ქვეყნის ბიუჯეტი გაიზარდა 11-ჯერ (პენსიები 10-ჯერ) ეკონომიკა გაიზარდა ოთხჯერ” –...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება სასამართლოში ე.წ. ,,პიჯაკების...

“ქართული ოცნება” თქვენი წყალობით, ბოლო რამდენიმე წელში ნარკომომხმარებელთა რიცხვი უსაშველოდ გაიზარდა! – ელისო კილაძე

ნარკომანიის პრობლემასთან, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" მიერ გაცხადებულ გეგმებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ეს ქოცი ჯერ ბიძინას მთავრობიდან დევნიდა მიშა სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას”, ახლა ოპოზიციის ფლანგიდან...

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის პოზიცია-გამონათქვამს -...