ხუთშაბათი, მაისი 8, 2025
12.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკულტურა და ხელოვნება"წელს ბუმი იქნება მაღალი დონის შემსრულებლების, არტისტების, მათი...

“წელს ბუმი იქნება მაღალი დონის შემსრულებლების, არტისტების, მათი კონცერტები გაიმართება” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილ მასშტაბურ კონცერტებზე ისაუბრა:

იცით, რომ უკვე წარმატებით დასრულდა, კულტურის სამინისტრო მუშაობს ამ თემაზე, ასევე ადმინისტრაციაც – „ბლექ სი არენის“ მენეჯმენტმა ძალიან კარგად იმუშავა. მათ კონკრეტული გეგმა წარმოადგინეს და წელს ბუმი იქნება მაღალი დონის შემსრულებლების, არტისტების, მათი კონცერტები გაიმართება.

აქვე მინდა განმარტების სახით გითხრათ, – საუბარი იყო, რომ თითქოს 70 მილიონი ლარი იხარჯება ამ კონცერტებში, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს ბიუჯეტი, მაგრამ ჩვენ შემოსავლებს ველოდებით როგორც პირდაპირს, ისე არაპირდაპირს. შეიძლება იყოს მინიმუმ 100 მილიონ ლარზე საუბარი, ამას ემატება ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, ზოგადად, პრესტიჟი და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამას გავაგრძელებთ, ძალიან კარგი სხვა სიახლეებიც ექნებათ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს მსმენელებს და, ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან წარმატებული სეზონი.

ტურიზმში ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პროგრესი. ჩვენ შარშან საკმაოდ წარმატებული წელი გვქონდა, 5 მილიონზე მეტი ვიზიტორი იყო. ასე რომ, ამ მიმართულებით გვჭირდება უფრო მეტი მუშაობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ძალიან ზარალდება და ზიანდება ივანიშვილი და მისი ხროვა. რთულად აქვთ საქმე” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია აცხადებს რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა...

“ამათ მართლაც მონობა თავისუფლება ჰგონიათ, მთავარია წინ სალაფავს ხედავდნენ!” – ბეჟან ჯავახია მმართველ გუნდთან...

ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს...

“ევროპა მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას და საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას” – თინა...

“ევროპა მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას და საქართველოში...

“ცოტა ბოდიში მომითხოვია იმათთან, ვინც გუშინ შვებით ამოისუნთქეთ😁” – ნინო ჯანგირაშვილი სანქციებთან დაკავშირებით

"მეგობარი აქტის" კონგრესში მიღების შემდეგ გამოქვეყნდა სანქცირების კანდიდატთა სავარაუდო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

“ტლუ ქოცებო, ახლა მაინც მიხვდით რატომ გაიპარა ღარიბაშვილი?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერებს...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...