ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"ჩვენ ვთავაზობთ ე.წ. "lunch box"-ებს სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელიც...

“ჩვენ ვთავაზობთ ე.წ. “lunch box”-ებს სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელიც სახელმწიფოს თითო ბავშვზე დაუჯდება 2.50 ლარი” – ანა წითლიძე

ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” წევრი, ანა წითლიძე პარლამენტში განცხადებას აკეთებს სკოლებში ბავშთა კვების სისტემასთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, აღნიშნულთან დაკავშირებით ანგარიშს წარუდგენენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს:

,,მინდა წარმოგიდგინოთ საპარლამენტო ანგარიში, რომელიც მომზადდა ,,UNDP”-თან ერთად და ჩართული იყო არაერთი განათლების ექსპერტი თუ დარგზე მომუშავე მაღალკვალიფიციური სპეციალისტი. ეს ანგარიში არის გაწერილი პროგრამა და ეხება უფასო კვების დანერგვას საჯარო სკოლებში.

ამავე თემასთან დაკავშირებით, ჩვენ საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით დავიბარებთ განათლების და მენიერების სამინისტროს. ჩვენ გარდა იმისა, რომ კითხვები გვექნება ინტერპელაციის წესით დაბარებულ მინისტრთან – რას აკეთებს ამ თემაზე, ასევე წარვუდგენთ და გადავცემთ ჩვენს მიერ შემუშავებულ ანგარშს და პროგრამას უფასო კვებასთან დაკავშირებით, სადაც დეტალურად არის დაწერილი, როგორ უნდა მოხდეს უფასო კვების დანერგვა საჯარო სკოლებში; რა დაუჯდება ეს საქართველოს ბიუჯეტს; როგორ უნდა მოახერხოს სახელმწიფომ მისი ადმინისტრირება.

ჩვენ, ასევე, ვთავაზობთ ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს უფასო კვების – ეს არის ე.წ. ,,lunch” box-ები სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელიც სახელმწიფოს თითო ბავშვზე დაუჯდება 2.50 ლარი. ჯამში ეს პროგრამა ჯდება 200 მლნ-ზე მეტი.

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ 2023 წლის ბიუჯეტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება გაიზარდა 180 მლნ ლარით, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო პრიორიტეტებს სწორად გაანაწილებს, ამ თანხების მოპოვება და უფასო კვების დაფინანსება შესაძლებელია არსებული ბიუჯეტის გათვალისწინებით”, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვართ კავკასიელები და უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას კავკასია” – მიხეილ სააკაშვილი

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“ჭკუის მომკითხავი აღარ დაგრჩათ მანდ ვინმე, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თბილისში, ირანის საელჩოში გამართულ...

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...