spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს დროსაცდენილი "აბსოლუტური" უტიფრობით გამორჩეული "ნინო პაზოროვნა პურჯანაძე",...

“ეს დროსაცდენილი “აბსოლუტური” უტიფრობით გამორჩეული “ნინო პაზოროვნა პურჯანაძე”, სირცხვილია ხალხნო, დიდი სირცხვილი…” – თაკო ჩარკვიანი

პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, “ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარეს უპირისპირდება და მასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ფაქტებს შეახსენებს საზოგადოებას:

ნინო ბურჯანაძე საუბრობს ახლა ტვ ეკრანზე: “ეს რა წესია ასე გულგრილად რომ იქცევა ხელისუფლება, ეს რა წესია მშობლებს რომ არ ესაურებიანო“…

ჰო, რა თქმა უნდა, ამაზრზენია აღვირახსნილი ხელისუფლების საქციელი, ოღონდ აი ამ პოლიტიკანისგან ამის მოსმენაც ამაზრზენია. ეს ის ბურჯანაძეა ირინა ენუქიძე რომ არ მიიღო კაბინეტში, ვერაფრით აიძულა ვერავინ რომ შვილმკვდარი ირინა ენუქიძე მიეღო სასაუბროდ, უბრალოდ გასაუბრებოდა, მოესმინა. ეს ის ბურჯანაძეა მისი კაბინეტის მოსაცდელში (პარლამენტში) მაშინდელი ოპოზიცია რომ შიმშილობდა და “პლედები” რომ არ შეატანინა; 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ, 9 ნოემბერს სიტყვით გამოვიდა პარლამენტში (თავმჯდომარე იყო) და თქვა “დიახ სახელმწიფო შედგა, სახელმწიფომ თავი დაიცვაო“, შემდეგ უკვე ამ “ოცნების” ხელისუფლების დროს კი სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. ახლახანს კი უახლეს ისტორიაში პირდაპირ კრემლის ეთერში განაცხადა “ომი საქართველომ დაიწყო და გორს ჩვენ ვბომბავდითო, პუტინს საქართველოსთვის ცუდი არ უნდაო”…

რატომ ვწერ ამ ყველაფერს და შეურაცხყმოფელია ყველა მოაზროვნე ადამიანისთვის აი ეს პოლიტიკანი, ქართველი “მარგარიტა სიმონიანი” ბედავდეს და საუბრობდეს ოპოზიციაზე, რაიმე ფორმით ბედავდეს ტლიკინს და შეურაცხყოფის გარდა ნიჰილიზმის მომტანია, საზიზღრობაა იმ ღირებულებების შეურაცხყოფაა რისთვისაც ვიბრძვით.

21-ე საუკუნეა გარეთ სისტემის რეფორმების დროა, სირცხვილია ქართველი “მარგარიტა სიმონიანი” – ბურჯანაძე ვინმეზე საუბრობდეს და აკრიტიკებდეს, ოპოზიციაში ასეთი არ მეგულება, ოპოზიციაში მყოფი არცერთი ქალი არ იმსახურებს ამ შეურაცხყოფას, რომ კორუფციაში ჩაფლული, ქართველი “მარგარიტა სიმონიანი”, უბლოკო სტატუსის ავტორი (საქართველოს რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენის მოსურნე) რომლის პარტიასაც სახელიც კი პუტინის პარტიის ჰქვია – “ედინაია როსია”, ოღონდ რუსეთის მაგივრად საქართველოა ჩასმული. ეს პოლიტიკანი არ უნდა ბედავდეს და აკრიტიკებდეს ან ჭკუას ასწავლიდეს ახალგაზრდებს, ეს დროსაცდენილი “აბსოლუტური” უტიფრობით გამორჩეული “ნინო პაზოროვნა პურჯანაძე”, სირცხვილია ხალხნო, დიდი სირცხვილი… და პოლიტიკური სტაგნაციის ნიშანი!

არა რუსულ კანონს ანუ არა ქართველ “მარგარიტა სიმონიანებს”!

ეს არის გადარჩენის, გამარჯვების გზა, სხვა არაფერი, დანარჩენი სიყალბე და ორმაგი სტანდარტია!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

“ეს ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე” – ლევან ბეჟაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ლევან ბეჟაშვილი პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის,...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“მე არ ვიცი რამდენი ხანი დასჭირდება საქართველოს დეტოქსიკაციისთვის, მაგრამ ამათი მოშორების შემდეგ, სასწრაფოდ დასაწყებია”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან მომდინარე კონკრეტულ საფრთხეებზე...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...