spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ჩვენი ოპონენტები რატომ არ ამბობენ, რომ კეზერაშვილისგან დღემდე...

“ჩვენი ოპონენტები რატომ არ ამბობენ, რომ კეზერაშვილისგან დღემდე იღებენ ევროპელი პენსიონერებისთვის მოპარულ ფულს?” – გიორგი ამილახვარი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი განცხადებას აკეთებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ტელეკომპანია ,,ფორმულას” დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით და ოპოზიციას მოუწოდებს, რომ
პირველ რიგში, აღნიშნული საქმის გამოძიებით დაინტერესდნენ:

,,ჩვენი ოპონენტები რატომ არ ღელავენ კეზერაშვილზე? რატომ არ ამბობენ და არ აკეთებენ კომენტარს იმაზე, რომ მისგან დღემდე იღებენ ევროპელი პენსიონერებისთვის მოპარულ ფულს? რატომ არ აკეთებს ის ტელევიზია განცხადებას, რომელიც პირდაპირ ფინანსდება ევროპელი პენსიონერებისგან მოპარული ფულით? და ა.შ.

ჩვენ კოლეგებს ოპოზიციაში ვურჩევდი, რომ პირველ რიგში – ამ საკითხებით დაინტერესდნენ.

საგამოძიებო უწყებები ყველა ზომას მიმართავენ, რომ შესაბამისი სამართლებრივი შედეგი დადგეს. დაწყებული კეზერაშვილით, დამთავრებული ნებისმიერი პიროვნებით, ვინც ჩართულია ამ საუკუნის თაღლითობაში, პასუხისგებაში იქნეს მიცემული”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამოსაყრელები არიან ეს მუქთახორები, მაგათი უფროსის ხელმძღვანელობით. რაში იღებენ ხელფასს?!” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "აწარმოე საქართველო"-ს მიერ დაანონსებულ...

“რამდენიმე გაფიქრება უნგრეთის არჩევნებზე…” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ გია...

“მოქალაქეებს კი არ უნდა ეჩხუბოთ, პარტნიორად უნდა გაიხადოთ, თანასწორად და არა იერარქიულად” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია კონკრეტულ შენიშვნებს და...

“დაგავიწყდათ როგორ უსაფრთდებოდნენ უბრალოდ აქტიურ ადამიანებს ცოტა ხნის წინ და თავ-პირს ამტვრევდნენ?” – ბაჩანა...

პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმულ კონკრეტულ პრეტენზიას - "პოლიტიკოსებმა ხალხში უნდა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...