პარასკევი, ივნისი 20, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მინდა, საზოგადოებას მივმართო - "ქართული ოცნება" რეალურად უკან...

“მინდა, საზოგადოებას მივმართო – “ქართული ოცნება” რეალურად უკან იხევს მაშინ, როცა ხედავს ხალხს, საზოგადოების ერთიანობას” – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პარლამენტში განცხადებას აკეთებს საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციურმა სპექტრმა არსებული ერთიანობა შეინარჩუნოს, ხოლო საზოგადოებამ პროტესტისთვის მზადება დაიწყოს:

,,3 დღის მანძილზე ოპოზიციის აბსოლუტურმა ერთიანობამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ,,ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველს ევროინტეგრაციის საბოტაჟს ახორციელებს. ისინი არა უბრალოდ კლანს მფარველობენ, არამედ მათ აღიარებითი ჩვენება მოგვცეს ამ 3 დღის მანძლზე, რომ თვითონ არიან კლანი; თვითონ არიან ადამიანები, რომლებიც სასამართლოში პოლიტიკურად მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებენ; ძარცვავენ ბიზნესს და ინვესტორებს – სწორედ ამ კლანის მეშვეობით. მათთვის საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე გაცილებით მნიშვნელოვანია, ეს ძარცვის მექანიზმი ქვეყანაში შეინარჩუნონ. ისინი ხელს აფარებენ კლანს.

მათ ეშინიათ ელემენტარულის – რა არის საგამოძიებო კომისია? – ხალხის სამსჯავროზე უნდა მოვიდნენ ადამიანები ვისთან მიმართებაშიც არის კითხვები. საგამოძიებო მოქმედებების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ პასუხი უნდა გასცენ ამა თუ იმ ქმედებასთან დაკავშირებით.

სწორედ ოპოზიციის აბსოლუტურმა ერთიანობამ საზოგადოებას აჩვენა, რომ ,,ქართული ოცნება“ პირდაპირ, თავიდან ბოლომდე არის კლანი. რისი ეშინიათ? – ეშინიათ იმის, რომ ჩამოიშლება ეს კლანი. იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი საჯაროდ არ მოაწერს ხელს კლანის წევრობას.

ოპოზიციამ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა და მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ ეს პროცესი. მინდა, საზოგადოებას მივმართო – ,,ქართული ოცნება“ რეალურად უკან იხევს მაშინ, როცა ხედავს ხალხს – ხალხის, საზოგადოების ერთიანობას. ამიტომ აქვე უნდა ვიფიქროთ იმაზე, ხომ არ არის მნიშვნელოვანი, რომ “პროცედურული ომის” პარალელურად, რომელიც პარლამენტში გაგვიმართეს და ფაქტობრივად, პარლამენტი გაუქმებულია, საზოგადოებამ ასევე დაიწყოს მზადება პროტესტისთვის. სწორედ ჩვენი ყველას ერთიანობა არის ერთადერთი გარანტია, რომ წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცბანდას დაამარცხებს მხოლოდ სახალხო ერთობა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მათე დევიძისთვის...

“ნიკა გვარამია თავად მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის და საზოგადოებამ იხილა როგორ მშვიდად და...

“ნიკა გვარამია თავად მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის, მაგრამ...

“გახარიას დაჭერა თუ უნდა ბიძინას, ფორმალურად ამას უპრობლემოდ გააკეთებს” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას დაჭერის...

“ახლა არის დრო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის ღიად აღდგენის” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...