spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიწერეთელის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს -...

წერეთელის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს – ირაკლი ბენდელიანი

წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს პროვაიდერი კომპანიების გარდა, რამდენიმე კონტრაქტორი კომპანია შეასრულებს – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მედიას განუცხადა.

მისივე თქმით, სამუშაოები, სარეაბილიტაციო არეალის მასშტაბიდან გამომდინარე, 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს:

„18 აპრილიდან, წერეთლის გამზირსა და ე.წ. დიდუბის ხიდზე დავიწყეთ შესაბამისი ბარიერებით კონკრეტული სარეაბილიტაციო არეალის შეზღუდვა. ეს პროცესი დღესაც გრძელდება და მთლიანი მონაკვეთი შეიზღუდება. ღამის განმავლობაში კი მოხდება შესაბამისი ტექნიკის მობილიზება და ობიექტზე გადმოყვანა. 19 აპრილიდან იწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები.

რაც შეეხება რეაბილიტაციის პროცესს, ეს იქნება 24-საათიან რეჟიმში, ვინაიდან ვიცით, რომ სარეაბილიტაციო არეალი საკმაოდ მასშტაბურია და წერეთელი ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური გამზირი არის ქალაქისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს კონკრეტულად იმ მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაობი. აქედან გამომდინარე, იძულებულები ვართ, ღამის განმავლობაშიც ვაწარმოოთ სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, კაპიტალური რეაბილიტაციის პროცესში სრულად შეიცვლება კომუნიკაციები.

ეს იქნება სრული რეაბილიტაცია როგორც მიწიქვეშა, ასევე მიწისზედა კომუნიკაციების, მოეწყობა გამწვანებული თარგები, გარე განათების ქსელი და მიწიქვეშა ურნები. რამდენიმე კომპანიაა ამ პროცესში მერიის მხრიდან ჩართული. გარდა ამისა, პროვაიდერი კომპანიები იქნებიან ჩართული. „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“, „თელასი“, „თბილისი ენერჯი“, „მაგთი“, „სილქნეტი“ და აშ. რადგან ამ კომპანიების საკუთრებაშია არსებული ქსელები და საჭიროა მისი სრულად ჩანაცვლება.

ხიდის ნაწილში დაგეგმილი გვაქვს, რომ ოქტომბერში დავასრულოთ სამუშაობი. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის, რომ ხიდი იყოს ავთენტურად, პირველად მდგომარეობაში შენარჩუნებული, ხოლო რაც შეეხება წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას, იანვარში დასრულდება სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. ღირებულება წერეთლის გამზირის ნაწილში არის 28 მილიონ 400 ათასი ლარი, ხოლო ხიდის ნაწილში არის დაახლოებით, 4 მილიონ 200 ათასი ლარი“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთადერთი რაც შერჩათ “ნაცებს” – დასავლეთის ჯერ კიდევ შემორჩენილი მხარდაჭერა, რომელიც ნელნელა ილევა” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებს აფიქსირებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით...

“ბევრი დაგროვდა უბრალოდ, თორემ ისე, არანაირი სისტემური ძალადობა, კამერებს მიღმა ანგელოზები მოძრაობენ ფორმებში” –...

სამართალდამცავ სისტემაში მომხდარ ცალკეულ ძალადობრივ ფაქტებს იხსენებს “ოპოზიციის ალიანსის”...

“რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო ამ კადრების ნახვა. მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფოსგან მყისიერი...

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მაშინ, როცა სახელმწიფოს მხრიდან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...