spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კარგი იქნება თუ ცენტრალური ხელისუფლება და მუნიციპალიტეტები მიბაძავენ...

“კარგი იქნება თუ ცენტრალური ხელისუფლება და მუნიციპალიტეტები მიბაძავენ წალენჯიხას და პრიორიტეტულს, სკოლებში უფასო კვების საკითხს გახდიან” – ანა წითლიძე

წალენჯიხაში ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა შეძლო, რომ ადგილობრივი ბიუჯეტით, მწირი რესურსებით მოახერხა ის, რომ პირველკლასელები წალენჯიხაში უზრუნველყოფილი არიან უფასო კვებით, ე. წ. „სქულქარდებით“ და ჩვენი შვილები, პირველკლასელები, წალენჯიხაში არ შიმშილობენ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ცენტრალური ხელისუფლება და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მიბაძავენ წალენჯიხას და პრიორიტეტულს გახდიან უფასო კვების საკითხს სკოლებში“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრმა ანა წითლიძემ.

მისი თქმით, ბავშვთა კვება სკოლებში ძალიან დიდი პრობლემაა, კვლევებით, საჯარო სკოლებში ბავშვების 77% შიმშილობს, რის შესახებაც ანგარიშის გამოქვეყნებას აპირებს.

ანგარიშიდან ნათლად ჩანს, რომ ბავშვები ვერ ახერხებენ სკოლებში კონცენტრაციას იმის გამო, რომ განიცდიან შიმშილს, რომ ყოველი მეოთხე ოჯახი არის ემიგრაციაში და, შესაბამისად, ვერ ახერხებს შვილების გამოკვებას.

განათლების კომიტეტმა ან განათლების სამინისტრომ იქნებ გვიპასუხოს რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით, თითქმის წელიწადზე მეტი გავიდა და ამ პრობლემის აღმოფხვრა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ანა წითლიძემ და კოლეგებს წალენჯიხაში მოსწავლეთა უფასო კვებასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საეკლესიო იერარქები მრევლს აღიქვამს პატრონ-ყმურ რეჟიმში, ისევე, როგორც ჩვენი საერო ხელისუფალნი” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია თავის პოზიციას აფიქსირებს...

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“უარი ვთქვათ უსამართლობაზე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ხმის დაბრუნებისთვის” – ქართველი ემიგრანტების პეტიცია

ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შექმნა, რითიც საზღვარგარეთ მცხოვრები...

“ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა საქართველოში “ხელისუფალი” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...