spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე მაინტერესებს არა იმდენად ის, თუ ვინ აფინანსებს...

“მე მაინტერესებს არა იმდენად ის, თუ ვინ აფინანსებს რომელიმე მედიასაშუალებას, არამედ ის, თუ რას ქმნის ესა თუ ის ჟურნალისტი” – არჩილ გამზარდია

ჟურნალისტი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მედიასთან მიმართებაში, მისი ობიექტურობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, თავის პოზიციას აფიქსირებს:

მართალი გითხრათ, მე მაინტერესებს არა იმდენად ის, თუ ვინ აფინანსებს რომელიმე მედიასაშუალებას, არამედ ის, თუ რას ქმნის ესა თუ ის ჟურნალისტი.

– ემსახურება თუ არა ის საზოგადოებრივ სიკეთეს?
– არის თუ არა გააზრებული პასუხისმგებლობები ჟურნალისტის მხრიდან ადამიანებისა და სახელმწიფოს მიმართ?
– რამდენად წესიერი და პატიოსანი ნამუშევარია ჟურნალისტური პროდუქტი შედეგში?
– რამდენად გონიერია, კომპეტენტურია, ფართო თვალსაწიერი აქვს ჟურნალისტს და რამდენად კვალიფიციურად ახერხებს სათქმელის გამოხატვას?
და ა.შ.

ეს ფაქტორებია მნიშვნელოვანი და არა ის, თუ ვის ან რის დოტაციაზეა ზოგადად, მედიასაშუალება, მით უმეტეს, რომ დღეს საერთოდ შეუძლებელია იპოვნო ისეთი დამფინანსებელი, რომელსაც ვინმე რამეს არ წამოაძახებს ან უმწიკვლო იქნება თავის ფინანსურ შესაძლებლობებში.

დამფინანსებელი ცალკე თემაა და ცალკე თემაა ის, რასაც რომელიმე ჟურნალისტი საქმიანობს.
მაგალითად, მე ვმუშაობდი ტელეკომპანია “იბერიაში”, რომლის მფლობელიც მაშინ ერთ-ერთი პარტიის წევრი იყო, რომელსაც მე მუდმივად ვაკრიტიკებდი (ვაკრიტიკებდი კიდევ რბილი ნათქვამია) და შესაბამისად ვაკრიტიკებდი ჩემს დამსაქმებელსაც იმ კონტექსტში.

მახსოვს, როდესაც პარტიიდან წამოვიდა, იმ დღეს ამბობდა ტელევიზიაში, გამზარდიამ დღეს პირველად შემომხედა დადებითადო.

დიახ, შეიძლება არსებობდნენ ასეთი მედია დამფინანსებლები, რომლებსაც საკუთარი ტელევიზიის ჟურნალისტი კიდეც აკრიტიკებდეს და თავად მაინც უწყობდეს ხელს საქმიანობაში.

ასევე ხდებოდა ტელეკომპანია “კავკასიაშიც”, სადაც იმ ტელეკომპანიის მფლობელები ზოგჯერ სრულიადაც არ იზიარებდნენ იმას, რასაც ვამბობდი, რასაც ვფიქრობდი, მიკრიტიკებია ადამიანები, რომლებიც მათთან ახლობლობდნენ, არ მიმიკარებია ისინი ჩემს გადაცემაში და ა.შ. მაგრამ როგორც თქვენ, ისე ეს სხვაობა, მე არ მიგრძვნია.

კი ბატონო, ასეთი დამფინანსებლები თუ მედიამფლობელები, ისევე, როგორც ზოგადად, ადამიანები, ძალიან ცოტა შეიძლება იყოს, მაგრამ რაკი ჩემს საქმიანობაში ასეთი პრეცენდენტები ნამდვილად იყო, მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მედიამფლობელი კი არ არის თემა ან ის, მათ რამდენად ვემხრობით, ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით, მოგვწონს ან არ მოგვწონს, არამედ ის, ამ მედიაში რას აკეთებს კონკრეტული ადამიანი, რას ქმნის და რა შინაგან მოტივატორებს ემსახურება“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე არჩილ გამზარდია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა სიკრეტინეშია ქვეყანა, იმედია ახსნა არ სჭირდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ჟურნალისტის,...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...

“2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული” – სპეციალური...

სპეციალური პენიტენციური სამსახური, მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...