ორშაბათი, აპრილი 21, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირელიგია და ტრადიციაწმინდა ცეცხლის სასწაულებრივი გარდამოსვლა: 15 აპრილი 15:54, იერუსალიმი,...

წმინდა ცეცხლის სასწაულებრივი გარდამოსვლა: 15 აპრილი 15:54, იერუსალიმი, მაცხოვრის აღდგომის ტაძარი

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მყოფი მრევლი და სრულიად მსოფლიო მორიგ ჯერზე ისევ გახდა სასწაულის მოწმე. დღეს, 15 აპრილს, 15:54 თბილისის დროით, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა მოხდა.

უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III-მ გამოიტანა.

წმინდა ცეცხლს “ჭეშმარიტების ნათელს” უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.

პირველი ცნობები ზეციული ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ უკვე ადრე შუა საუკუნეებში გვხვდება. V-VI საუკუნიდან ამ მოვლენაზე საუბარია სხვადასხვა წყაროებში, თუმცა მინიშნებების დონეზე. პირველი მკაფიო ისტორიული ცნობა უფლის საფლავზე”ზეციური ნათელის” შესახებ მემატიანეებთან ჩნდება IX საუკუნიდან.

ეკლესიის წმინდა მამების რწმუნებით, პეტრე მოციქულმა საფლავთან მისვლისას გონიერი და სხეულებრივი თვალით ხელთუქმნელი ღვთაებრივი სინათლე იხილა, რომელმაც გაანათა მაცხოვრის საფლავი.

ევსები კესარიელი”საეკლესიო ისტორიაში” წერს იმის შესახებ, რომ დიდი სააღდგომო ღამისთევისას დიაკვნებს დააკლდათ ზეთი, რის გამოც მთელი ხალხი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, ხოლო იერუსალიმის პატრიარქმა ნარცის I-მა (185–213) უბრძანა მათ, ვისაც მზადყოფნაში მოჰყავდათ განათება, ჩამოესხათ წყალი და მოეტანათ. შემდეგ სილოამის ემბაზიდან კანდელებში წყლის ჩასხმის კურთხევა გასცა. ამ წყალმა მიიღო ზეთის თვისება, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

მაცხოვრის საფლავი მდებარეობს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა.

საინტერესო ცნობაა დაცული ლუდოლფ ზუდჰაიმის 1347 წლის ცნობაში: “ქართველებს აქვთ წმინდა საფლავის ეკლესიის გასაღებიო“.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

19 აპრილი, 15:36 თბილისის დროით – წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მყოფი მრევლი და სრულიად სამყარო...

“როგორ მინდა, რომ ეკლესია იყოს ღარიბი და ღარიბებისთვის!…” – რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის...

დღეს, 21 აპრილს, დილიდანვე ვრცელდებოდა ინფორმაცია რომის პაპის, ფრანცისკეს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“ქოცები არიან დასუსტებულები და აჭრილ-აბნეულები” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...