ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიაკრწანისის ტყეპარკში მობუდარი გადამფრენი ფრინველი სამხრეთული ბულბული (Luscinia...

კრწანისის ტყეპარკში მობუდარი გადამფრენი ფრინველი სამხრეთული ბულბული (Luscinia megarhynchos)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო მორიგ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს:

კრწანისის ტყეპარკში სამხრეთული ბულბული (Luscinia megarhynchos) შევნიშნეთ, რომელიც მობუდარი გადამფრენი ფრინველია.

მისი სხეულის ზედა ნაწილი მოყავისფროა, კუდი და კუდზედა მფარავი ბუმბულები კი მკვეთრი წაბლისფერია.

სამხრეთული ბულბული გავრცელებულია დასავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში და წინა და შუა აზიაში. საქართველოში გვხვდება აპრილიდან სექტემბრამდე.

იგი ბინადრობს ბუჩქნარში, წყაროების, მდინარეების ნაპირებზე, ტყისპირებში, მთის ფერდობებზე და ბაღებში; უყვარს წყლის სიახლოვეს ყოფნა. მაისის ბოლოს დებს 4-5 კვერცხს, კრუხობა კი 2 კვირამდე გრძელდება. სამხრეთული ბულბული იკვებება მწერებით, იშვიათად კენკრით.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...