ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებიტოტალიტარიზმის ეპოქიდან “კითხვის ნიშნების” ეპოქამდე - ედნარ მგელაძე,...

ტოტალიტარიზმის ეპოქიდან “კითხვის ნიშნების” ეპოქამდე – ედნარ მგელაძე, ბლოგერი

უახლოეს წარსულში საქართველომ მოასწრო არაერთი ურთიერთგანსხვავებული ეპოქის გავლა, რამაც წარუშლელი კვალი დატოვა ისტორიაში და დღემდე ახდენს გავლენას ქვეყნის განვითარებაზე. შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო ჩემი მოსაზრებები აღნიშნულთან დაკავშირებით:

ტოტალიტარიზმის ეპოქა როგორი შემართებითაც გადატეხა წელში ეროვნულმა ერთიანობამ, ისეთივე მონდომებით დაანგრია ერის ეს მოკლევადიანი ერთობა, შედეგად ქვეყანამ, უკვე, ტოტალური განუკითხაობის ხანა იგემა, ძმათამკვლელი ომის სირცხვილიც, ორპირობაც და ღალატიც, ღვთის რისხვამ კი ერს საკუთარ სულში ჩაახედა, თუმცაღა ბევრმა თვალი ვერ გაუსწორა რეალობას და “შვება” თვალის დახუჭვაში ჰპოვა…

აღვირახსნილმა კორუფციამ, უშუქობამ, უგზოობამ, მოსახლეობის პერმანენტულმა გაღატაკებამ თუ სხვა ათასმა უმსგავსობამ ერი პრაქტიკულად დააჩოქა… უკვე შეუძლებელი ხდებოდა ყოველივე ამის ატანა და ამ წუმპემ ერს გაბრძოლებისკენ უბიძგა – მერე შუქიც გაჩნდა, ოპტიმიზმიც, იმედიც, ბევრი რამ აშენდა და გალამაზდა, პატარა ბავშვები მომრავლდნენ ეზოებში, მომღიმარმა სახეებმაც იმატა, თანდათან დაჩოქილი ერიც ამაყად წამოიმართა და წელში დაიწყო გასწორება, თუმცა მოულოდნელად ისეთი ალიყური იწვნია, რომ ისევ ძირს დაენარცხა. ძალაუფლების ტკბობაში “ჩაძირულებმა” ადამიანებს ერთმანეთისადმი ნდობა დააკარგვინეს, ტოტალურმა მოსმენებმა, დასმენებმა, “ჩაშვებებმა”, სხვის თეთრეულსა თუ ლოგინში ნერწყვგადმოდინებულმა ქექვა-ცქერამ ერს ღირსებაც დააკარგვინა, ძალადობა თუ დამცირებაც გაუადვილდათ ძალაუფლებით გონებაარეულებს, თავისიანებად თუ სხვისიანებად, ხელშეუხებლებად თუ ჩარეცხილებად დაყვეს საზოგადოება და ისე შეიყვარებდნენ თუ მოიძულებდნენ ადამიანები ერთმანეთს, ისე გახრწნიდნენ თუ გარიყავდნენ, ცოდვა-მადლის ისეთი ცინიკური “ფორმულა” გამოიგონეს, რომ ადეკვატურობის არსმა საბოლოოდ დაკარგა აზრი…

ჰოდა, ამოუვიდა ყელში, ყოველივე ეს, ერს და ალიყურის საპასუხოდ ისეთი მწარე მუშტი აგემა ხელისუფლებას, რომ, შემდეგ, ოპოზიციაში მყოფი დროდადრო თავისით ეცემა, ხოლმე, ნოკდაუნში, თუმცაღა დაბარბაცებულიც კი არ აძლევს მოდუნების საშუალებას მოქმედ ხელისუფლებას, რადგანაც ოპოზიციიდან უკეთ გამოჩნდა ბევრი რამ თავისიც და სხვისიც, მით უფრო წუმპედან ქვეყნის ამოყვანის გამოცდილების ფონზე… არადა, წლების წინ, ისეთი რწმენით იყო გამსჭვალული ერი, ისე სჯეროდა ბევრი რამის და თავადაც ისე ლაღად დაიწყო ოცნება ბედნიერ მომავალზე, რომ დღევანდელი რეალური შედეგის გამო, დაბნეულმა, აღარც კი იცის პასუხი ვის მოსთხოვოს – მმართველ ძალას, კონკრეტულ გავლენიან პიროვნებას თუ საკუთარ თავს.

წლების წინ რამდენ რამეში ეთანხმებოდა მოსახლეობა მაშინდელ ოპოზიციას, რამდენი პრობლემის მოგვარების იმედი ჰქონდა, როგორ სჯეროდა, რომ უსამართლობის განცდა აღარ ექნებოდა, რამდენი კარგი შანსი იქნა ხელიდან გაშვებული, რამდენი შეცდომა იქნა დაშვებული, მათ შორის, საკადრო სფეროში, ტალახის სროლის, წინა ხელისუფლების დროინდელი აზარტი უფრო მეტი შემართებით იგრძნობა და ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ, ბევრი რამით დაიღალა ერი… ნათქვამია “ნეტარ არიან მორწმუნენიო”, მაგრამ ნეტავ იმათ ტვინში ჩამახედა, ვინც დღეს პრობლემებს ვერ ხედავს, ხოლო იმათ ტვინში ჩახედვა საერთოდაც არ მსურს, ვისაც აბსოლიტურად ყველა პრობლემის სათავე მხოლოდ ე.წ. “9-წლიანი მმართველობის ეპოქა” მიაჩნია.

ყველა ეპოქის ფურცელი ადრე თუ გვიან, მაინც, გადაიშალა და ყველას თავისი მოეკითხა, მიმდინარე ეპოქის ფურცელსაც გადაშლის საზოგადოება, ეპოქისას, რომელსაც მე, თუნდაც, “კითხვის ნიშნების” ეპოქას დავარქმევდი, რადგანაც ირგვლივ მხოლოდ უპასუხო შეკითხვებია…

ედნარ მგელაძე
30 მაისი, 2017 წ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გესმის, ალბათ, რომ შექსპირის ყოფნა-არყოფნის ვერსიაში ხარ” – ლელა ჯეჯელავა კახა კალაძეს

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა თბილისის მერ კახა კალაძესთან დაკავშირებით ირონიულ...

“დღეს აღზევებული ძალიან ბევრისგან განსხვავებით, კალაძე დგას ივანიშვილის გვერდით 2011 წლიდან” – ნუკა...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“დოკუმენტი თავისთავად ძალიან საინტერესოა, ძალიან ჯანსაღი აზრები იკვეთება მასში, და ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტის...

პარტია "სტრატეგია აღმასენებლის ოფისში" გაიმართა შეხვედრა-მსჯელობა დოკუმენტზე "ვაშაძის გეგმა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...