ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებანანა ტოხვაძე: "გიორგი ამილახვარი მასწავლებლებს "კატა-თაგვობანას" ეთამაშება"

ნანა ტოხვაძე: “გიორგი ამილახვარი მასწავლებლებს “კატა-თაგვობანას” ეთამაშება”

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი და განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე აცხადებს, რომ გიორგი ამილახვარმა 500 მასწავლებლის მიმართვა, შეხვედრასთან დაკავშირებით, უგულებელყო.

განათლების ახალი მინისტრი, გიორგი ამილახვარი, რომელიც პირობას დებდა, რომ შეხვდებოდა ყველა ღირსეულ მასწავლებელს პირობას არღვევს და 500 მასწავლებლის მიმართვას შეხვედრაზე უგულებელყოფს.

ამილახვარი “კატა-თაგვობანას” ეთამაშება მასწავლებლებს, რომლებმაც სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული მენტორ-წამყვანის გამოცდა პირნათლად ჩააბარეს და სრულიად გაუგებარ ვითარებაში აღმოჩნდენ.

გამოცდის გარდა მათ სტატუსის ასამაღლებლად სავალდებულო პორტფოლიოს წარდგენა ევალებათ. კრიტერიუმები კი გამოცდიდან 8 თვის თავზე ანუ 10 აპრილს “აღირსეს”, ხოლო ატვირთვის ვადა მხოლოდ თვის ბოლომდე განუსაზღვრეს. არ დაგვავიწყდეს, რომ სააღდგომო დღესასწაულები ამ მონაკვეთში ექცევა და მასწავლებლები სრულიად დისკრიმინირებულ ვითარებაში აღმოჩნდნენ”, – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უცხოური ფული იხარჯება იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა” – კახა კალაძე:

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ისმოდა...

“ქოცნახირი ისევ ჩუმად იქნება” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ განმარტება-მინიშნებებს...

“აზერბაიჯანსაც ომი უნდა?!” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის კონკრეტული პარალელი და (არა)რიტორიკული შეკითხვა: "ალიევივით ქვეყნის გამთლიანების...

“ნამდვილი პროფესიონალი მწყემსია რა, ცხვრების ფარაში…” – გია ხუხაშვილი

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ალეგორიული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...