spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებილევან ხაბეიშვილი: "მხართეძოზე წამოწოლილები წამომდგარან..."

ლევან ხაბეიშვილი: “მხართეძოზე წამოწოლილები წამომდგარან…”

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური შეფასებისას მწვავე პოზიციას აფიქსირებს მმართველი პარტიის მიმართ და კონკრეტულ შეთავაზებებს აკეთებს ოპოზიციის მისამართით:

რეალური პრობლემა, ამ ქვეყნის მთავარი რუსული საფრთხე ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია მოკალათებული და გუშინდელი ჩვენი, ხალხის მოთხოვნის პარალელურად დღეს კრემლიდან მართულმა ღარიბაშვილმა აბსოლუტურად რუსულ სტილში დაიცვა კორუმპირებული სასამართლო კლანი რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში არ არსებობს მართლმსაჯულება❗️ რეალურად არსებობს ბიძინა ივანიშვილის ჯიხური – სახელად სასამართლო.

🔺ამერიკის შეერთებული შტატების, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, რუსული ოცნება აგრძელებს ჩვენი ქვეყნის რუსეთიზაციას და ყველა ახალი განცხადება ფაქტობრივად წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოს.

🔺 უმნიშვნელოვანესია, კარგად გაიაზროს აბსოლუტურად ყველამ ჩვენი ქვეყნის მთავარი საფრთხე და რეალური შრომა, ენერგია მიემართოს ბიძინა ივანიშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ.

🔺 უკიდურესად სამწუხაროდ გამოიყურება ყველა დაკარგული დრო, ენერგია რომელიც არ მიემართება რეჟიმის წინააარმდეგ და მეტიც რეალურად არის სასარგებლო და ხელის წამშველებელი რუსი ოლიგარქისთვის.

📌 ზოგს სალაპარაკო მისცემია, ზოგი ისევ “ექსპერტობს”, ზოგს თავი შეფასების, მონიტორინგის სამსახურში ჰგონია, მხართეძოზე წამოწოლილები წამომდგარან…

🔺 ვიღაცეები პირდაპირ ქოცების, რუსული ოცნების “მესიჯებზე” სხდებიან. თავად რომ არ მოძრაობენ, არ მოქმედებენ, არ იბრძვიან, არ მუშაობენ ამ ფორმით ცდილობენ გამოჩნდნენ სატელევიზიო სივრცეში.

🔺 ძაღლი ჰყეფს ქარავანი მიქრის – მათი არჩევანი და ნებაა.

📌 რეალურად “ნაციონალური მოძრაობა” არის მზად სათანამშრომლოდ ყველასთან ვინც გადაწყვეტს, რომ მთავარი პრიორიტეტი არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და რუსული ოცნების დასრულება – აბსოლუტურად უპირობოდ ვიბრძოლებთ ამ პრიორიტეტების ფარგლებში ხალხთან და სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად.

📌ამასობაში რუსული ოცნება, რუსული პროპაგანდისტული, სამთავრობო არხებით თავს ესხმიან 9 აპრილის აქციას. მსურს ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს გადავუხადო მადლობა ვინც გუშინ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად 🇬🇪🇪🇺“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლევან ხაბეიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი სივრცე დესტრუქციული და ხელოვნურად გაღრმავებული პოლარიზაციისგან” – მამუკა მდინარაძე

18 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის...

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

“ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...