spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აშკარაა მათი მიზანი - სანქციებით და მსგავსი ქმედებებით...

“აშკარაა მათი მიზანი – სანქციებით და მსგავსი ქმედებებით ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუტები და გაამარტივონ ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა” – ვატო შაქარიშვილი

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობა “აი ია”-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი აშშ-ს ხელისუფლების, ელჩის – კელი დეგნანის მიმართ მწვავე პოზიციას აფიქსირებს:

სასამართლო სისტემაზე საუბრისას, ნაც-მოძრაობის ყველაზე ოდიოზური და უტიფარი წარმომადგენელიც კი, მართალია არაგულწრფელად, მოჩვენებითი ობიექტურობისთვის, მაგრამ მაინც იტყვის, რომ მათი მმართველობის დროს სასამართლო სისტემის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება იყო შეცდომა და რომ მაშინ მართლაც არსებობდა უამრავი პრობლემა.

კელი დეგნანმა გუშინდელ ინტერვიუში აჯობა ნაც-მოძრაობას და წარმოუდგენელი უტიფრობით აუარა გვერდი ჟურნალისტის კითხვას, სააკაშვილ-ადეიშვილის სასამართლოს შესახებ. ელჩმა გუშინ ყველაფერს გადაუსვა ხაზი – სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს; ქვეყნებს შორის ურთიერთობის დაწერილ და დაუწერელ ნორმებს; დამოუკიდებელი სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებულ სუვერენულ უფლებებს! მან, საკუთარი ქვეყნის დამფუძნებელ მამებს აქცია ზურგი და კიდევ ერთხელ დაგვანახა დღევანდელი ამერიკის რეალური სახე!

ფარისევლობის და ორმაგი სტანდარტების მწვერვალია – ამჟამინდელ სასამართლოსთან მიმართებაში იყო ასეთი არაადეკვატურად, უსაფუძვლოდ კრიტიკული და ერთი სიტყვა არ წამოგცდეს სასამართლოდ წოდებულ, ნაც-მოძრაობის ძალადობრივი რეჟიმის მთავარ ინსტრუმენტზე.

როგორ გვჭირდებოდა მაშინ ერთი კრიტიკული განცხადება, ერთი სამართლიანი შეფასება, მცირედი სოლიდარობა, როდესაც რეჟიმთან უთანასწორო ბრძოლაში ვიყავით! მაგრამ ნაცვლად ამისა, აშშ-ის იმდროინდელი ადმინისტრაცია “დემოკრატიის შუქურას” უწოდებდა სააკაშვილის მმართველობას და რეპრესიებს – რეფორმებად გვასაღებდა! მაშინ, რომ ამოეღოთ ხმა, დღეს მართლაც კიდევ უფრო კარგი სასამართლო სისტემა გვექნებოდა და ასეთი მძიმე მემკვიდრეობის პირობებში არ მოუწევდა ხელისუფლებას მოქმედება!

ქართულ საზოგადოებას ჰქონდა და აქვს ლეგიტიმური უფლება იყოს კრიტიკული სასამართლო სისტემის მიმართ. იმ საზოგადოებას, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმის ძალადობრივი სისტემის სიმწარე საკუთარ მხრებზე აქვს გადატანილი. ამ ხალხს ვერავინ დაასწრებს კრიტიკას, სასამართლოს მიმართ იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერი სახელისუფლებო შტოს მისამართით! მაგრამ დღეს, საზოგადოებისთვის ნათელია, რომ აშშ-ის გაშმაგება გამოწვეულია იმით, რომ ვერ აკონტროლებენ სასამართლოს ისე, როგორც ამას აკეთებდნენ სისხლიანი რეჟიმის დროს! ეს არის და ეს!

აშკარაა მათი მიზანი – სანქციებით და მსგავსი ქმედებებით ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუტები და გაამარტივონ ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა.

ამას არავინ დაუშვებს!!” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვატო შაქარიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა მაინტერესებს, იცით? ზოგადად გინება იკრძალება თუ ქოცების გინება ხდება დასჯადი?” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით...

“ეს ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე” – ლევან ბეჟაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ლევან ბეჟაშვილი პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის,...

“ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას...

“სანამ ოპოზიციის ერთიანობაზე ვისაუბრებთ, კარგად უნდა გავიაზროთ, რა მოხდა წლინახევრის წინ” – ზაზა ბიბილაშვილი

პოლიტიკური ერთიანობის თემას, სოციალურ ქსელში, 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმიანება ჭავჭავაძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...