ოთხშაბათი, ივნისი 25, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აღსრულდა ის, რისთვისაც "საქართველოს ლეიბორისტული პარტია" 10 წლის...

“აღსრულდა ის, რისთვისაც “საქართველოს ლეიბორისტული პარტია” 10 წლის განმავლობაში იბრძოდა – დაიწყო ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის სანქცირება” – შალვა ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს სასამართლო ხელისუფლების 3 მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს სანქციები დაუწესდა:

,,ძვირფასო მეგობრებო, აღსრულდა ის რისთვისაც ,,საქართველოს ლეიბორისტული პარტია” 10 წლის განმავლობაში იბრძოდა – დაიწყო ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის სანქცირება და შესაბამისად, ჩამოშლა! რიგში დგას კორუმპირებული, პრორუსული ოლიგარქიული მთავრობის წევრები და ე.წ. კრიმინალი საპარლამენტო უმრავლესობა.

დღეს ისტორიული დღეა. არ ვნანობთ, რომ ამ დღის მოსაახლოებლად პარტიამ ძალიან ბევრი რამ გაიღო. ჩვენ ფაქტიურად თავი გავწირეთ, თავი დავისანქცირეთ. ყველაფერზე წავედით იმისათვის, რომ ქვეყანა ყოფილიყო გამარჯვებული და არა კონკრეტული პიროვნება, პარტია თუ რაღაცა ინტერესი.

მე მოვუწოდებ საპარლამენტო ოპოზიციას – მოითხოვეთ ვადამდელი არჩევნები, სანამ დაგასწრებდეთ რეჟიმი ამის მოთხოვნას და ჩატარებას.

ვიმეორებ, ეს არ გახლავთ 4 მოსამართლის სანქცირება, არამედ ეს არის რეჟიმის სანქცირების დასაწყისი. მე მინდა ქართველი ხალხის სახელით უდიდესი მადლობა გადავუხადო აშშ-ის მთავრობას, პრეზიდენტ ბაიდენს, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, რომლებიც ამ კრიტიკულ ჟამს, როცა წყდებოდა საკითხი ვინ ვის – დადგნენ ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოებრიობის მხარეზე. დაიწყო ივანიშვილის რეჟიმის აგონია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“როგორ ბრიყვულ საგარეო პოლიტიკას უნდა აწარმოებდე, რომ იმ დარბაზში იდგე, სადაც “სიკვდილი ამერიკას” ყვირიან”...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსთან...

“ეს უბრძოლველად დანებება რა უბედურებაა?!…” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...