პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოყენება პოლიტიკური პროცესების სამართავად არ არის მიზანშეწონილი:
,,ამ კაცს სჭირდება მკურნალობა. მკურნალობა არის უზრუნველყოფილი. ამის დაკავშირება პოლიტიკურ თემასთან არის, მეორე მხრივ, სერიოზული ინდიკატორი იმისა, თუ რას წარმოადგენს ზოგადად ოპოზიცია.
გინდ სამადაშვილის მიერ იყოს გახმოვანებული და გინდ სხვა ნებისმიერი მათი წარმომადგენლის მხრიდან”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე