spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როდესაც ოპოზიცია გამოდის და ცდილობს, გმირად შერაცხოს ადამიანი,...

“როდესაც ოპოზიცია გამოდის და ცდილობს, გმირად შერაცხოს ადამიანი, რომელიც საზოგადოებას გაეცნო როგორც “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელი, აი ეს არის პრობლემა” – მიხეილ სარჯველაძე

ყველა უნდა იყოთ პასუხისმგებლობით აღვსილი, როდესაც ამ პატიმარზე გაქვთ განსაკუთრებული ზრუნვა და შეიძლება ნაკლები იყოს თქვენი ყურადღება დანარჩენ 9 ათას პატიმართან მიმართებაში. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის საპასუხოდ, რომელმაც აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარს ეუბნება დეპუტატს ისარგებლოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით და დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მოინახულოს ციხეში.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არსებობს პრობლემა, მათ შორის, უფლებადაცვითი მიმართულებით, როდესაც ადამიანები ცდილობენ, რომ უფლებების დაცვის საქმე პროპაგანდის ნაწილად აქციონ და ეს მხოლოდ პიარის ნაწილი იყოს. ეს განპირობებულია იმით, რომ დაინტერესება ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ პატიმრით, რომელიც შეიძლება ხმაურიანი პოლიტიკური თემის შემოქმედად მიაჩნიათ.

აქ საუბარი იმაზე კი არ არის, ვინმეს უფლება დაცული უნდა იყოს თუ არა, ამას საკამათოს არავინ ხდის, უფლებების დაცვას, მაგრამ როდესაც ოპოზიცია გამოდის განცხადებებით და ცდილობს რომ გმირად შერაცხოს ადამიანი, რომელიც გამოირჩა და საზოგადოებას გაეცნო როგორც „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი, აი ეს არის პრობლემა. რა თქმა უნდა, ასეთ დროს აბსოლუტურად სწორია, რომ საზოგადოებას ვუთხრათ ვინ არის ნამდვილი გმირი.

აქ მე მადლობას ვერ გადავუხდი ადამიანს, ვინც გაბედა და ისროლა „მოლოტოვის კოქტეილი“ – ამ პროცესს უნდა ან გაემიჯნოს, ან მადლობები უნდა გადაუხადოს ვინმემ. მე კიდევ ავდგები და ზეგ ვისი დაბადების დღეც არის – გიორგი მაზნიაშვილის, იმ კაცს გადავუხდი მადლობას და არა ყალბ გმირებს, რომლის შექმნის მცდელობასაც ვადევნებთ თვალს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქართული პოლიტიკური კლასიკაა: ბოლოს დამნაშავე, ალბათ, ის აღმოჩნდება, ვისაც მოხსნიან” – რომან გოცირიძე

საქართველოში ელექტროენერგიის 2-ჯერ მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით სემეკის განმარტებებს კონკრეტული...

“ნამდვილი მშვიდობა ლამაზ ადგილებში თუ მარტოობაში კი არ იპოვება, არამედ იმ ადამიანში, რომელიც შენს...

ნამდვილი მშვიდობა ბიზნესმენ ფადი ასლის განმარტებების შესაბამისად: "ნამდვილი მშვიდობა ლამაზ...

“გახსენებთ! 17 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ჯერ სისტემიდან არავის უგია პასუხი. მოჩვენებითადაც კი” – ნანკა...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი გულისტკივილს გამოხატავს 2 კვირის წინ მომხდარ...

“სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების შენარჩუნების 80%-იანი შეფასების მოთხოვნა სავსებით კანონზომიერია” – არჩილ გამზარდია

სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების საკითხს, კონკრეტული განმარტებებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების შენარჩუნების 80%-იანი შეფასების მოთხოვნა სავსებით კანონზომიერია” – არჩილ გამზარდია

სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების საკითხს, კონკრეტული განმარტებებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება,...