spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმაია ბითაძე: "ნაციონალური მოძრაობის" წევრობა, სულისკვეთების გაზიარება, ეს...

მაია ბითაძე: “ნაციონალური მოძრაობის” წევრობა, სულისკვეთების გაზიარება, ეს არის ისტორიული განაჩენი, ხოლო “მოდელირებული ქრონიკა” და სიცრუის ტირაჟირება – თქვენი ცხოვრების სტილი

ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა, სულისკვეთების გაზიარება, ეს არის სამწუხაროდ, ისტორიული განაჩენი, ხოლო „მოდელირებული ქრონიკა“ და სიცრუის ტირაჟირება, ეს არის თქვენი ცხოვრების სტილი, რომელიც კარგად გვახსოვს“,- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ ოპოზიციას პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს ზურგში დანა ჩაარტყას საქართველოს და არა „ქართულ ოცნებას“, რომ ყველაფერი გააკეთოს ქართული ევროპული გზის მოშლისთვის.

ვფიქრობ, სწორედ რუსული ნარატივია, რუსული პროპაგანდის მეთოდებია, როდესაც ჩვენი ოპოზიცია ხედავს, რომ გზა, რომელსაც ევროკავშირამდე მივყავართ უფრო და უფრო ღია ხდება, სწორედ ამ მომენტში იწყებენ მასიური პოლიტიკური ტურბულენტურების ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. რა ჰქვია ამას თუ არა ქვეყნის ღალატი?!“ – აღნიშნა მაია ბითაძე.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ისტორია სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირთან დაახლოების მიზნით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს შემოინახავს.

ისტორია იცით რას შეაფასებს? იმას, რომ 2014 წელს სწორედ „ქართულ ოცნება“ იყო ვინც რატიფიცირება გაუკეთა ასოცირების ხელშეკრულებას, სწორედ „ქართული ოცნება“ იყო რომელმაც გახსნა ინვესტიციები ევროკავშირიდან და დღეს, ევროკავშირი არის ყველაზე მზარდი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც ინვესტიციებს აკეთებს საქართველოში. სწორედ „ქართული ოცნება“ იყო, ვინც განაცხადი გააკეთა ასოცირებაზე და „ქართული ოცნებაა“ ვინც ასრულებს ყველა ვალდებულებას“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“საეკლესიო იერარქები მრევლს აღიქვამს პატრონ-ყმურ რეჟიმში, ისევე, როგორც ჩვენი საერო ხელისუფალნი” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია თავის პოზიციას აფიქსირებს...

“ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა” – კახა კალაძე...

„ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება“, - თბილისის მერი კახა კალაძე...

“ავტორიტარიზმი ესეცაა – განუსაზღვრელი მოლოდინის ქვეშ სტრესული ცხოვრება, როდესაც მუდმივად “ჩემოდნებზე” ზიხარ!” – იაგო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას კონკრეტული განმარტება-მინიშნებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ ბრმადო…” – ლაშა ბუღაძე

ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე მიანიშნებს მწერალი, დრამატურგი...