საქართველოს პარლამენტის წევრი, ხატია დეკანოიძე კომენტარს აკეთებს მმართველი პარტიის რიტორიკაზე. ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, ,,ქართული ოცნება” ქვეყნის მოსახლეობას ემუქრება:
,,ეს ახალი არ არის, მათი ასეთი ტონი, დამოკიდებულება და მუქარა. ისინი ემუქრებიან ყველას – პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს, საკუთარ ახალგაზრდობას.
გულწრფელად რომ გითხრათ, მე არ ვფიქრობ, რომ ,,ქართულ ოცნებას” ახლა აქვს ის მორალური უპირატესობა ან თუნდაც შიგნით, გუნდში, რომ რაიმე სახის, ასე ვთქვათ, შურისძიება ან მუქარა განახორციელოს, მათ შორის – კონკრეტულად, ან პოლიტიკოსების, ან სხვა სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ.
ერთადერთი, ვისაც ისინი ახლა ღიად აშავებენ და აშანტაჟებენ, ესენი არიან ახალგაზრდები”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე