პარასკევი, ივნისი 27, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პაციენტს განსაკუთრებული გაუარესება არ აღენიშნება” - ზურაბ ჩხაიძე...

“პაციენტს განსაკუთრებული გაუარესება არ აღენიშნება” – ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე

სამედიცინო ცენტრ ,,ვივამედის” კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ჟურნალისტებთან განცხადებას აკეთებს სახალხო დამცველის ეგით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმების ვიზიტზე საქართველოს მე-3 პრეზიდენტთან. როგორც ზურაბ ჩხაიძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილს არ აღენიშნება ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაკუთრებული გაუარესება:

,,რაც შეეხება პაციენტის მდგომარეობას, თვითონაც აღნიშნეს, რომ რაიმე განსაკუთრებული გაუარესება, რაც თავადაც ნახეს ბოლო პერიოდში, ეს იქნება მაგალითად, ნევროლოგიური სტატუსი, – არ აღენიშნება პაციენტს.

პაციენტს გადაადგილება შეუძლია. დამოუკიდებლადაც შეუძლია, გარკვეულ მანძილზე, მაგრამ იყენებს, რა თქმა უნდა, დამხმარე საშუალებასაც.

ჩვენ ამიტომ გვყავდა მოწვეული სპეციალისტი, რეაბილიტოლოგი, რომელიც ატარებდა შესაბამის პროცედურებს, რომ კიდევ უფრო გააქტიურებულიყო. ეს ხელს უწყობდა თუნდაც კუნთოვანი მასის განვითარებას, თუნდაც მოძრაობაში გააქტიურებას და ა.შ.

სამწუხაროდ, პაციენტმა უარი განაცხადა ამ პროცედურების გაგრძელებაზე. ჩვენ არაერთხელ გვყავდა მოწვეული სპეციალისტი, რომელმაც ასევე დააფიქსირა ჩაკეტილ სივრცეში ყოფნის შეუგუებლობა. ეს არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორი”, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“სამი წევრის ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობასო, ანუ – ტროიკების” – ლაშა ბუღაძე თეა წულუკიანზე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს ბრძოლაა ხალხსა და რეჟიმს შორის და აქ მარცხდება ივანიშვილი!” – გიორგი ვაშაძე

"ქართული ოცნება" ტელეკომპანიებს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის. აღნიშნულთან დაკავშირებით მწვავე...

“ვაიმე ქოცო, ვაიმე. რაღაც იმნაირს გამოგიქანებთ და გთხლიშავთ ტრამპი, ბაიდენი და დიფსთეითი მოგენატრებათ😅” –...

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...