პარასკევი, აპრილი 26, 2024

“ეს არის კარგად დაგეგმილი მკვლელობა – მიშას ერთ ერთი ყველაზე ერთგული ადამიანის გარეშე ტოვებდნენ!!” – ელისო კილაძე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ჩალაძის ავტომობილთან დაკავშირებულ ფაქტს მწვავე შეფასებებით ეხმაურება “ქრონიკა პლიუსის” მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე:

გიორგი ჩალაძე არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი.

მის ავტომანქანაში საწვავის მილი მექანიკური დაზიანებით ჩახსნილია, ბენზინი იღვრებოდა ცხელ დეტალებზე, შემთხვევით გადარჩა სიკვდილს.

ავტომობილში შესაძლოა მეც ვყოფილიყავი, გიული ალასანიაც და ნებისმიერი სხვა პირი!

ავტომობილის დაზიანებას წინ უძღოდა მუქარა,ვოის მესიჯები მოსმენილი მაქვს!

ეს არის კარგად დაგეგმილი მკვლელობა – მიშას ერთ ერთი ყველაზე ერთგული ადამიანის გარეშე ტოვებდნენ!!

დაუყოვნებლივ დააკავეთ შეკვეთილი მკვლელობის ავტორი და ორგანიზატორი!!

ასე მარტივად არ ჩაივლის ეს ამბავი!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული