spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგია2023 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი "აკვაკულტურის...

2023 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი “აკვაკულტურის შესახებ”

2023 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი ,,აკვაკულტურის შესახებ”. შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტების შეფასებით, კანონი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

სახელმწიფოს მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ეკონომიკურად მომგებიანი აკვაკულტურის დარგის მდგრად განვითარებას. დღეისათვის ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული აკვაკულტურის რეგულაციების დაცვა, მათ შორის, აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზე საქმიანობის განხორციელება, მნიშვნელოვანია აღნიშნულ სფეროში ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის და საერთაშორისო ბაზრებზე ადგილის დამკვიდრებისთვის.

დღეის მდგომარეობით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ნებართვის მისაღებად 50-მდე განაცხადია წარმოდგენილი. დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც აქვთ აკვაკულტურის მეურნეობა, გარემოს ეროვნული სააგენტო დახმარებას უწევს აკვაკულტურის სანებართვო განაცხადის შევსებაში.

აკვაკულტურის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს ეროვნულ სააგენტოს შესაბამის სამსახურში (ტელ. 2 43 95 26).

აღსანიშნავია, რომ აკვაკულტურის სფეროს განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყანაში წყლის ბუნებრივი რესურსების სწორ და ეფექტიან გამოყენებაზე. 2024 წლიდან ძალაში შედის აკვაკულტურის მეურნეობებისთვის შეღავათიანი მოსაკრებლები, რაც ითვალისწინებს წყლის რესურსებით სარგებლობისათვის მინიმალურ განაკვეთებს.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში კომერციული მიზნით წყალსარგებლობა არის ფასიანი. საქართველოში, აკვაკულტურის მეურნეობებისთვის წყლით სარგებლობის დადგენილი მოსაკრებლები არ აღემატება ფერმების მოგების 1%-ს. მოსაკრებლის გადახდა გათვალისწინებულია წელიწადში ერთხელ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანამშრომლობის შედეგად, უკვე დასრულდა აკვაკულტურის განვითარების გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომლიც ითვალისწინებს ლაბორატორიული სერვისების გაუმჯობესებას, აკვაკულტურის განვითარების ტექნიკურ და ტექნოლოგიურ მოდერნიზაციას.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...