კვირა, მარტი 16, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "მეტროში პლაკატების გაკვრაზე ნებართვა არავის მხრიდან...

კახა კალაძე: “მეტროში პლაკატების გაკვრაზე ნებართვა არავის მხრიდან ყოფილა გაცემული და ვერც იქნებოდა”

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე საინფორმაციო პლაკატების უნებართვოდ განთავსებას მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

ამის შესახებ კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე პლაკატების გაკვრის ფაქტს გამოეხმაურა:

მეტროში პლაკატების გაკვრაზე დაკავშირებით არავის მხრიდან ყოფილა ნებართვა გაცემული და ვერც იქნებოდა.

სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ხშირად ხდება დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე, სხვადასხვა სახის პლაკატის გაკვრა, რაც შეიძლება, კანონსაწინააღმდეგო იყოს.

მსგავს ფაქტებს ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება რეაგირება – შესაბამისი სამსახურების მიერ ხდება პლაკატების ჩამოხსნა და იგივე მოხდება ამ შემთხვევაშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პლაკატები, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩასა და მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეა გაკრული.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სანქციები მხოლოდ დასაწყისია – მოძალადე რეჟიმის სრული იზოლაცია უნდა მოხდეს” – გიორგი ვაშაძე

დიდ ბრიტანეთში განხორციელებული სამუშაო ვიზიტის მთავარ მიზანზე საუბრობს “სტრატეგია...

“მომავალში უფრო მეტი წარმატებები გვექნება ღვთის წყალობით, უფრო მეტი გამარჯვება და შევძლებთ, რომ ყოველთვის,...

ქართველი მოკრივე, გიორგი ჭიღლაძე გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს: ,,საკმაოდ...

“თეატრალურ ინსტიტუტიდან სტუდენტების გარიცხვა წარმოუდგენელი სირცხვილია!” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველკოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თეატრალური უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...

საქართველოში 4.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

დღეს, 2025 წლის თბილისის დროით 15:28 საათზე, თბილისიდან 63...

“საშუალო დონის კომენდიანტად ზელენსკის მოხსენიება ვერ მიაყენებს მას ჩრდილს” – რომან გოცირიძე

აშშ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კონკრეტულ გამონათქვამებს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ...

“მომავალში უფრო მეტი წარმატებები გვექნება ღვთის წყალობით, უფრო მეტი გამარჯვება და შევძლებთ, რომ ყოველთვის,...

ქართველი მოკრივე, გიორგი ჭიღლაძე გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს: ,,საკმაოდ...