პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების დამოკიდებულებაზე სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის გაგზავნასთან დაკავშირებით:
,,ვერ გაბედეს მათ სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა. ახლაც ვერ ბედავენ იმიტომ, რომ იციან დარჩებიან წაგებულები.
აქედან გამომდინარე, ცდილობენ, საბაბის მოძებნას სარჩელის არგაგზავნისთვის.
სინამდვილეში სარჩელის არგაგზავნის მიზეზი არის ერთადერთი – ეს არის ის, რომ მათ არ აქვთ სიმყარის შეგრძნება. ისინი ვერ იქნებიან წარმატებული ამ სარჩელში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე