საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე თავის პოზიციას აფიქსირებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში და ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხებზე, თუ რა ქმედებები უნდა განახორციელოს სახელმწიფო მეთაურმა:
,,როცა საუბრობს, მაგალითად, 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე, უნდა ახსენოს, რომ მედიასთან დაკავშირებული საკითხი არის პრობლემა; უნდა თქვას, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული საკითხი არის პრობლემა, რადგან ევროპარლამენტარებმა რეზოლუციაში ჩაწერეს ნიკა გვარამიას გათავისუფლების საკითხი.
საუბარი მხოლოდ ნიკა გვარამიას საკითხზე არ იქნება სწორი. მას აქვს, როგორც სახელმწიფო მეთაურს, მნიშვნელოვანი ბერკეტი, მექანიზმი შეწყალების სახით. კი არ უნდა ისაუბროს, არამედ უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია. ეს იქნება ქმედითი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე.
მაგალითად, როცა საუბრობს ოლიგარქიასთან დაკავშირებულ პრობლემაზე. მარტო კი არ უნდა თქვას, რომ ოლიგარქია, კი, ახსენეს და შეიძლება ივანიშვილი ოლიგარქია, არამედ უნდა თქვას ოლიგარქია რა პრობლემას ქმნის და რა არის გამოსავალი” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ინფორმაციისთვის: 31 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ყოველწლიური მოხსენებით წარდგება პარლამენტის წინაშე.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე