spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი მომენტი ჩვენს ცხოვრებაში ის წუთებია,...

“ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი მომენტი ჩვენს ცხოვრებაში ის წუთებია, როდესაც ერთ დროს სიცოცხლით სავსე ქალაქის წყალში ჩაძირვას უცქერ” – ზურაბ ბატიაშვილი

რონდელის ფონდის მკვლევარის, აღმოსავლეთმცოდნის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ ზურაბ ბატიაშვილის ემოციური პოსტი, სოციალურ ქსელში, ქალაქ იუსუფელის წყლით დატბორვასთან დაკავშირებით:

ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი მომენტი ჩვენს ცხოვრებაში ის წუთებია, როდესაც ერთ დროს სიცოცხლით სავსე ქალაქის წყალში ჩაძირვას უცქერ. მითუმეტეს იმ ქალაქისა, რომელთანაც არაერთი მოგონება გაკავშირებს.

ვინც ტაოში ყოფილა, გვერდს ვერ აუვლიდა პატარა და კოპწია ქალაქ იუსუფელს თავისი კოლორიტული ადამიანებითა და აურით.

დღეს მისი ქუჩები წყლით დაიფარა (ახალაშენებულ ჰესში წყლის დაგუბება დაიწყო) და მალე მთლიანადაც ჩაიძირება.

ჭოროხისა და პარხლისწლის შესართავზე მდებარე ამ ქალაქში ციხის კარი არასოდეს იკეტებოდა, რადგან იქ დანაშაული არ ხდებოდა. აქ ჰარმონიულად თანაცხოვრობდნენ ქართველები, გათურქებული ქართველები, თურქები… ქუჩებში ქართული საუბარი და წარწერები ჩვეულებრივი მოვლენა იყო. საქართველოდან ჩასულ ქართველებსაც ყოველთვის ხაზგასმულად კეთილგანწყობით გვხვდებოდნენ.

პირველად ტაოში როდესაც ჩავედი, რა თქმა უნდა, ამ ქალაქში მოვხვდი. 2016 წელს, როდესაც თურქეთში გადატრიალების მცდელობა იყო, მაშინაც ამ ქალაქში მომიწია ყოფნა. მაგის გარდაც ბევრჯერ ვყოფილვარ და უამრავი მოგონება მაკავშირებს ამ ქალაქთან.

გასულ ზაფხულს ბოლოჯერ ვიყავი იუსუფელში. ვიცოდი, რომ წყალში ჩაიძირებოდა ვეღარასოდეს ვნახავდი მას. ჩემებურად გამოვემშვიდობე. თან ვცდილობდი, რაც შეიძლება დიდხანს მეხეტიალა მის ქუჩებში. წამოსვლისას გული იქ დამრჩა.

საერთოდ, ასეთ პატარა ქალაქებში შეიგრძნობა ამა თუ იმ ქვეყნისა და კუთხის სული, რომელსაც ვერცერთ წიგნში ვერ ამოიკითხავთ, ვერცერთ გადაცემაში ვერ ნახავთ. ეს თავად უნდა შეიგრძნოთ.

ამიტომ მგონია, რომ ბედნიერია ყველა, ვინც იუსუფელშია ნამყოფი.

რა თქმა უნდა, დღეს ქალაქი სხვაგან გადავიდა და იმ ახალი იუსუფელის მონახულებაც შეგიძლიათ. მაგრამ ის ვერასოდეს გახდება ძველი და ნაღდი იუსუფელი.

ყველაზე მეტად კი იმ ადამიანებზე მეფიქრება, ვინც მთელი ბავშვობა, მთელი ცხოვრება ამ ქალაქში გაატარეს. მათ ხომ ჩვენზე მეტი მოგონება აკავშირებთ იუსუფელთან. დღეს ეს მოგონებები წყალში იძირება.

შეძლებენ კი ისინი თავიანთ შვილებს, შვილიშვილებს სრულად გადასცენ ის გრძნობები, რომელიც უკვე ისტორიად ქცეულ მათ იუსუფელს უკავშირდება?

ალბათ, ვერა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ ბატიაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული” – სპეციალური...

სპეციალური პენიტენციური სამსახური, მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს,...

“ინვესტირება ყველასთვის – რატომ აღარ არის აქციების ფლობა მხოლოდ მდიდრების პრივილეგია?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

“მივიღეთ სრულიად კატასტროფული ანექსიური გარღვევა ცხინვალის მიმართულებით” – თამთა მიქელაძე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ამა წლის წლის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...