spot_img
მთავარიეს საინტერესოაბათუმში ბარმენებს ტრენინგები ჩაუტარდათ

ბათუმში ბარმენებს ტრენინგები ჩაუტარდათ

ზაფხულის ტურისტული სეზონის წინ ბათუმში სერვისის ასამაღლებელი ტრენინგები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები ბარმენებს ჩაუტარდათ. თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგებისას ბარმენებმა შეისწავლეს კლასიკური კოქტეილების მომზადების ძირითადი მეთოდები, კოქტეილების რეცეპტები, სწორად მიწოდების წესები, ცალკეული კოქტეილებისთვის განკუთვნილი ჭურჭელი და მოსამზადებლად აუცილებელი ინსტრუმენტები. ასევე, ძირითადი ალკოჰოლური სასმელების (არაყი, რომი, ჯინი, ტეკილა, ვისკი, კონოაკი) შექმნის ისტორია და მათ ბაზაზე შექმნილი კლასიკური კოქტეილების მომზადების სხვადასხვა ხერხები. ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ტრენერის მეთვალყურეობით თავადვე მოემზადებინათ სხვადასხვა ტიპის კოქტეილები. ტრენინგები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. მასში ბათუმში მოქმედი ბარებისა და რესტორნების ბარმენები მონაწილეობდნენ.

აჭარაში სერვისის ასამაღლებელი ტრენინგები ასევე მიმდინარეობს დამწყები გიდებისა და მზარეულებისთვის. დამწყები გიდების გადამზადება მარტში დაიწყო და ივნისის დასაწყისში დასრულდება. სამთვიან ინტენსიურ ტრენინგ-კურსში 30-მდე დამწყები გიდია ჩართული.

გადამზადების პროგრამის მიზანი ბათუმის ტურის გიდების მომზადება, გიდის პროფესიით დაინტერესებული ადამიანებისთვის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა, კომპეტენტური, წყაროზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და გიდისთვის საჭირო უნარების გამომუშავება და განვითარებაა. რაც შეეხება მზარეულების ტრენინგებს, ის აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ტრენინგებისას 70-მდე მზარეული ხორცის დამუშავების ტექნოლოგიებს, ღია ცეცხლზე მომზადებას, ფრინველის დამუშავებას, ფრინველის კერძის მომზადებას, ხორცეულის კერძების მომზადებას, ბოსტნეულის, მხალეულის კერძებისა და ცომეულის მომზადებას შეისწავლის.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ელდარის ფიჭვი (Pinus eldarica) კავკასიის ენდემური სახეობაა

საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ელდარის ფიჭვის შესახებ საინტერესო ინფორმაციას...

აჭარაში მზარეულებისთვის ტრენინგები დაიწყო

აჭარაში მზარეულებისთვის პრაქტიკული ტრენინგები მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა თეორიულ-პრაქტიკული...

17 მაისს დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისს რუსთაველის გამზირიდან სამების...

ქალაქ სტამბოლში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოქმედი, ქართველი და...

ქალაქ სტამბოლში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე წითელი ჯვრის საერთაშორისო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...