ორშაბათი, მაისი 12, 2025
23 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სააკაშვილმა ასობით ადამიანი, ახალგაზრდა ადამიანი პირდაპირ ჩახოცა" -...

“სააკაშვილმა ასობით ადამიანი, ახალგაზრდა ადამიანი პირდაპირ ჩახოცა” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს ნორვეგიელი პოლიტიკოსის შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა, რაზეც ორინიულ და კრიტიკულ შეფასებას აკეთებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილისთვის ნორვეგიელი პოლიტიკოსის შურ ლინდერბრექეს სახელობის ჯილდოს გადაცემა საქართველოს მოსახლეობის დაცინვა და შეურაცხყოფაა:

,,2012 წელს ჩვენ საშინელი, ჯოჯოხეთური რეალობა დაგვხვდა, დანაშაულებრივი სისტემა ადამიანებს აწამებდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა, კლავდა. ჩვენი ხალხის რამხელა დაცინვა და შეურაცხყოფაა, რომ მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული ყოფილი მმართველი სააკაშვილი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი, სისტემის შემოქმედი, დააჯილდოვეს ადამიანის უფლებების დარგში მიღწეული რაღაცისთვის… ეს ხომ ჩვენი ხალხის დაცინვაა?! ეს ხომ წარმოუდგენელია?!

ამიტომ ეს არის დაცინვა ჩვენი ხალხის. რა თქმა უნდა, ეს არაფერს არ ნიშნავს. რადგანაც ნორვეგიის ამ ორგანიზაციიდან ასეთი დამოკიდებულებაა – ნორვეგიაში გახსოვთ, რომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა. ეს არის დაახლოებით იგივე, რომ რომელიმე ქვეყანამ ბრეივიკს მისცეს ეს ჯილდო.

სააკაშვილმა ასობით ადამიანი, ახალგაზრდა ადამიანი პირდაპირ ჩახოცა. მიხეილ სააკაშვილი არის გასამართლებული გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მონაწილეობისთვის, ჩართული იყო. მისი რეჟიმი იყო მკვლელი რეჟიმი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ევროპა ჩვენი მიზანი კი არ არის ის არის გზა, გზა დაცულობისკენ, განვითარებისკენ და სიმშვიდისკენ”...

მმართველი გუნდის მიერ წარმოებულ პროპაგანდასა და ქართველი ერის მიზანზე...

“ეს სანქციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ დასავლეთის ნაწილი ვართ” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ამ დასასანქცირებელთა სიით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს აღიქვამენ...

“ეს დღე დარჩება საქართველოს საბედისწერო ნათელ წერტილად, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ამ დიადი ამბის მთავარ...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ვიდეოს...

“უკრაინელებმა სა9მაისოდ პუტინს საჩუქარი გაუკეთეს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“უკრაინელებმა სა9მაისოდ პუტინს საჩუქარი გაუკეთეს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...