თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა”-ს დამფუძნებელი, თინა ხიდაშელი საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს და მმართველი პარტიის ლიდერების მიერ დაფიქსირებულ პოზიციებს ეხმაურება:
“ვინ დაგვწყევლა ასე, რომ გერმანია, ხალხო გერმანია მოწადინებულ-მონდომებულია დაგვეხმაროს, ხელი მოგვაშველოს ინტეგრაციის გზაზე და ეს მაჯლაჯუნა რეგვენები ზუსტად იმ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დღეს “ვაჟკაცდებიან”.
იმ რეგვენ-ორჯონიკიძეს გადაეცით კიდევ ერთხელ დაგიწერს გადადგომის განცხადებას უსუფაშვილი არ უნერვიულო, არ გაგებუტება-თქო🙂“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თინა ხიდაშელი.