spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პრეზიდენტი სააკაშვილი პუტინის, სალავიოლის, ლავროვის და ბიძინა ივანიშვილის...

“პრეზიდენტი სააკაშვილი პუტინის, სალავიოლის, ლავროვის და ბიძინა ივანიშვილის საამებლად არის გამოკეტილი ციხეში” – ლევან ხაბეიშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს დემოკრატიის განვითარებისთვის ნორვეგიელი პოლიტიკოსის შურ ლინდერბრექეს სახელობის ჯილდო გადაეცა.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა:

,,პრეზიდენტ სააკაშვილს ნორვეგიაში დემოკრატიის განვითარებისთვის პრიზი გადაეცა. ძალიან მნიშნელოვანი ჯილდო, რომელიც ასევე მიღებული აქვს მაია სანდუს.

გუშინ, კიდევ ერთხელ საზოგადოებამ ნახა, თუ როგორ ზიანდება საქართველოს რეპუტაცია იმ პირობებში, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება ტყვეობაში. ამ ჯილდოს გადაცემის დროს ღიად საუბრობდნენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, რომ არის რუსული ხელისუფლება – ოპოზიცია და ხალხი ებრძვის კრემლიდან მართულ ხელისუფლებას.

გუშინდელი დღე და  ჯილდო კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პუტინის, სალავიოლის, ლავროვის და ბიძინა ივანიშვილის საამებლად არის გამოკეტილი ციხეში.

საზოგადოებამ კარგად უნდა გაიზაროს, როცა საფრანგეთის პრეზიდენტი მოუწოდებს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ; როცა პოლონეთის ხელისუფლება ითხოვს, რომ მას უმკურნალოს, მოუაროს და უზრუნველყოს მისი სიცოცხლე; როცა 27 ქვეყნის მთავრობა, ვგულისხმობ ევროკავშირის წევრებს, ღიად წუხს და დემარშს უცხადებს პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ხელისუფლებას და მოუწოდებს, რომ მისი სიცოცხლე იყოს უზრუნველყოფილი, ამ პირობებში საქართველოს რეპუტაცია ყოველდღიურად ზიანდება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

რომან გოცირიძე: “ხალხი ისევ მოატყუეს!”

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

“ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...