კვირა, მარტი 16, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თქვენი პოლიტიკა მკაცრ კრიტიკას იმსახურებს მთელი დასავლური სამყაროსაგან...

“თქვენი პოლიტიკა მკაცრ კრიტიკას იმსახურებს მთელი დასავლური სამყაროსაგან და ქებას მხოლოდ რუსეთისაგან” – შალვა შავგულიძე პრემიერ-მინისტრს

იმ თვალსაჩინო რეალობის წინააღმდეგ, რომ თქვენი პოლიტიკა მკაცრ კრიტიკას იმსახურებს მთელი დასავლური სამყაროსაგან და ქებას მხოლოდ რუსეთისაგან, ხომ არ შეგიძლიათ დაასახელოთ დასავლური დემოკრატიის რომელიმე ქვეყანა, გაერთიანება ან სუბიექტი, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს“,-მიმართა დეპუტატმა შალვა შავგულიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერი ინტერპელაციის წესით დეპუტატების დასმულ შეკითხვებს პასუხობს.

შალვა შავგულიძემ პრემიერს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მიმართა.

როგორ ფიქრობთ, პირადად თქვენი, თქვენს მიერ დაკომპლექტებული მთავრობის და „ქართული ოცნების“ პოლიტიკა იწვევს თუ არა ჩვენს დაშორებას პარტნიორი და მეგობარი დასავლური ქვეყნებისაგან ასევე ევროკავშირისა და ნატო-საგან და შესაბამისად, საქართველოს მარტოდმარტო და პირისპირ დარჩენას ოკუპანტი და აგრესორი სახელმწიფოს, რუსეთს წინაშე.

ამცირებს თუ ზრდის თქვენი პოლიტიკა ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის კუთხით საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს, მაშინ, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებული აქვს სწორედ რუსეთის ფედერაციას.

რამდენად შეესაბამება თქვენი პოლიტიკა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნას, რომლის თანახმად, კონსტიტუციურმა ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. მოქმედებთ თუ არა თქვენ და თქვენი მთავარობა, ბატონო პრემიერო, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ“,- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა – ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის...

„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების...

“რეალურად ოპოზიცია არ არსებობს, დანგრეულ-გაუბედურებულ-გაფარჩაკებულია” – კახა კალაძე

„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ოპოზიციის ე.წ. ლიდერი,...

“იხილება საქმე, რომელიც არის რეალურად იმ რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელმაც 2012 წელს საქართველოს...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 10 მარტს კლინიკა "ვივამედიდან"...

“იქნება ძალიან რთული ბრძოლა, მათ შორის, პრეზიდენტ ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის” – ირაკლი...

"იმედი LIVE"-ს ეთერში "დიფ სთეითთან" დაკავშირებით ისაუბრა მთავრობის მეთაურმა,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...

“დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი, გათავისუფლდებიან ქვეყანასთან ერთად” –...

“ე.წ. მთავრობა საქართველოში ემსახურება პუტინის ინტერესებს,ამიტომ მისი ერთ-ერთი მთავარი...

პაატა მანჯგალაძე: “ივანიშვილის “ტრამპისტული” ფარსი – ღალატის დასაფარად დაგეგმილი სპექტაკლია”

გეოპოლიტიკური ცვლილებები და საქართველოს ადგილი ახალ რეალობაში... მთავარი საკითხი,...

ელისო კილაძე: “გახარია, უშნოდაა ატეხილი შენი ბაბლი…”

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი...