spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოში ვერავითარი რევოლუციებით, აყირავებით "ნაცმოძრაობა" ვერასდროს ვერ დაბრუნდება...

“საქართველოში ვერავითარი რევოლუციებით, აყირავებით “ნაცმოძრაობა” ვერასდროს ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ვერანაირი რევოლუციით და აყირავებით „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება:

ჩვენ გვჭირდება ჩვენი უსაფრთხოების და სუვერენიტეტის გაფრთხილება და ამაზე უნდა ვიყოთ თავიდან ბოლომდე კონცენტრირებული. ერთი რამ მინდა ვთხოვო რადიკალურ ოპოზიციას, რა თქმა უნდა, ამას ისინი არ შეასრულებენ, მაგრამ მინდა გთხოვოთ – დაასვენეთ ეს ქვეყანა! უბრალოდ დაასვენეთ ეს ქვეყანა! ძლივს ამოისუნთქა საქართველომ.

ათი წლის განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ ორი კრიზისი. პირველი იყო უკრაინის პირველი ომის შემდეგ 2015-16 წლები. რეგიონზე და მათ შორის საქართველოზე ამ ყველაფერს მძიმე ეკონომიკური შედეგები ჰქონდა. იყო ეკონომიკური და სავალუტო კრიზისი აღნიშნულ წლებში. ამის შემდეგ იყო კოვიდი, რამაც ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა ეკონომიკას.

ამ 10 წლის განმავლობაში სამი წელი კრიზისული გვქონდა და ახლა ქვეყანამ ამოისუნთქა – გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, ორი წელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს და გვაქვს იმის შანსი, რომ საბოლოო ჯამში, თავი დავაღწიოთ სიღარიბეს, რადიკალურად გავზარდოთ ეკონომიკური მაჩვენებლები და ასე შემდეგ. ამას ერთადერთი რამ სჭირდება – სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა, უსაფრთხოება და ყველა ეს ადამიანი, მთელი რადიკალური ოპოზიცია, უპირისპირდება სწორედ ამას.

ხომ შეიძლება ცოტა ხანი მაინც დაასვენოთ ეს ქვეყანა?! საპარლამენტო არჩევნებამდე მაინც დაასვენეთ ქვეყანა, მაგრამ არა! თავის ბუნებას ისინი, ბუნებრივია, ვერ მოიშლიან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ქვეყნის პრემიერი, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდი, ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ განაგრძოს უსაფრთხო განვითარება და არ გაიხსნას მეორე ფრონტი.

რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს ქვეყნის „უკრაინიზაციისთვის“ და ამისთვის გინდათ გამოიყენოთ კანდიდატის სტატუსი, ნებისმიერი საბაბი, რომ ააყირავოთ ეს ქვეყანა და გამოიწვიოთ ქვეყანაში მეორე ფრონტი, მაგრამ ამის საშუალებას თქვენ არავინ არ მოგცემთ. ამის გარანტია პრემიერი, საქართველოს მთავრობა და მთლიანად ჩვენი მმართველი გუნდი.

საქართველოში ვერავითარი რევოლუციებით, აყირავებით „ნაცმოძრაობა“ ვერასდროს ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში. საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება მშვიდობა, სიმშვიდე და რა თქმა უნდა, გამორიცხულია საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. ეს არის ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უარი ვთქვათ უსამართლობაზე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ხმის დაბრუნებისთვის” – ქართველი ემიგრანტების პეტიცია

ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შექმნა, რითიც საზღვარგარეთ მცხოვრები...

“სააკაშვილის მიმართ სიტყვა “ავატარი” პირველად მე გამოვიყენე” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი...

“რა არის აქ გაუგებარი? სახელმწიფო უნივერსიტეტებში ნაცების და დიფსთეითის მმართველობის დროს სწავლა იყო ფასიანი,...

პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებლებში სწავლის დაფინანსებასთან...

“ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ ბრმადო…” – ლაშა ბუღაძე

ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე მიანიშნებს მწერალი, დრამატურგი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ ბრმადო…” – ლაშა ბუღაძე

ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე მიანიშნებს მწერალი, დრამატურგი...