შაბათი, მარტი 15, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებირუსულ ჭაობში უვიზოდ რომ გავფრინდებით ეს ყოფილა საქართველოს...

რუსულ ჭაობში უვიზოდ რომ გავფრინდებით ეს ყოფილა საქართველოს ამოცანა?! აი ამას ამბობს “ქართული ოცნება”! – პაატა მანჯგალაძე

მაინტერესებს რატომ თრგუნავთ ადამიანებს და რატომ ელაპარაკებით არარსებულ საფრთხეებზე“, – ამ კითხვით პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ პრემიერ-მინისტრს და ხელისუფლების წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

აქეთ არის, ნატო, აქეთ არის ევროპა, რომელიც არის ნამდვილი უსაფრთხოება, მშვიდობა და იქით არის რუსული ჭაობი და რას გვეუბნებიან საპირწონედ? თურმე რუსეთთან ფრენების აღდგენა და უვიზო მიმოსვლა ყოფილა ჩვენი ამოცანა. ანუ რუსულ ჭაობში უვიზოდ რომ გავფრინდებით ეს ყოფილა საქართველოს ამოცანა?! აი ამას ამბობს „ქართული ოცნება“.

თქვენ გინდათ, რომ არარსებული საფრთხეებით დათრგუნოთ საზოგადოება. თუ ძლიერისათვის კუდის ქიცინი არის სტრატეგია, მაშინ აშშ რუსეთზე ათჯერ ძლიერია, თუ მეზობელზეა საუბარი, „მასკვას“ ჩაძირვის შემდეგ, თურქეთი შავ ზღვაში ყველაზე ძლიერია და რატომ არ გინდათ მათ დაუძახოთ „ბაბაია“?

ამ ყველაფერზე პასუხი გააქვთ? რატომ იზრდება დამოკიდებულება რუსეთზე?“ – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

“იქნება ძალიან რთული ბრძოლა, მათ შორის, პრეზიდენტ ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის” – ირაკლი...

"იმედი LIVE"-ს ეთერში "დიფ სთეითთან" დაკავშირებით ისაუბრა მთავრობის მეთაურმა,...

“რეალურად ოპოზიცია არ არსებობს, დანგრეულ-გაუბედურებულ-გაფარჩაკებულია” – კახა კალაძე

„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ოპოზიციის ე.წ. ლიდერი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...

“დავსვათ კითხვა: ვინ უჭერს მხარს ივანიშვილის რეჟიმს? ის ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიას ებრძვიან! ის რეჟიმები,...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე რუსეთის დაზვერვის განცხადებას...

“დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი, გათავისუფლდებიან ქვეყანასთან ერთად” –...

“ე.წ. მთავრობა საქართველოში ემსახურება პუტინის ინტერესებს,ამიტომ მისი ერთ-ერთი მთავარი...