შაბათი, მარტი 15, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავენ ის ახალგაზრდები, რომლებსაც...

“ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავენ ის ახალგაზრდები, რომლებსაც თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ” – თინათინ ბოკუჩავა პრემიერ მინისტრს მიმართავს

ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავენ ის ახალგაზრდები, რომლებსაც თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ, ისინი იცავენ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და არა თქვენ“, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ ამ ქვეყნის გადარჩენა სურს, სინამდვილეში ასამარებს ამ ქვეყნის უსაფრთხო და დემოკრატიულ მომავალს, იმიტომ, რომ ქვეყნის უსაფრთხო მომავალი მხოლოდ ევროპაშია.

ეს ესმის ყველას. ესმის სვირინგიან ადამიანსაც, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც თქვენ გარეგნობას უწუნებთ. რიტორიკის მიუღებლობა, ნებისმიერი პარტიული კუთვნილების მიუღებლობაც კი არ უნდა განსაზღვრავდეს პოლიტიკურ დისკურსს.

დღეს უნდა არსებობდეს ერთადერთი გამყოფი ხაზი, ან ხართ რუსეთისკენ, ან ხართ დასავლეთისკენ, ან ხართ მტრისკენ, ან ხართ -მოყვრისკენ, ან ხართ უკრაინისკენ ან ხართ პუტინისკენ, საერთაშორისო დამნაშავისკენ.

სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებად“ წოდებულმა რუსულმა ოცნებამ ეს არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა, მაგრამ დღეს გახდა ეს არჩევანი ყველაზე ცხადი, და ამას ცხადად ხედავს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. ყველაზე ცხადად ხედავენ ამას ახალგაზრდები, რომელთა სწრაფვა თავისუფლებისკენ არის ყველაზე მიუღებელი თქვენთვის“, – მიმართა პრემიერ-მინისტრს ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს ქვეყანა პატრიოტი ადამიანების დასაცავია და ასე გავაგრძელებთ” – ნინო წილოსანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“რა გადაგვარჩენს? ახალი, სამართლიანი არჩევნები და კოალიციური მთავრობა‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე საზოგადოებისა და პოლიტიკური...

“თქვენ, გუშინ გამოჩეკილო პარტაქტივისტებო და სიტუაციურო “გმირებო”, ცოტა ტონს დაუწიეთ…” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, გარკვეული კატეგორიის პირებს კონკრეტული მინიშნებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...