შაბათი, მარტი 15, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნუთუ ერთხელაც არ შეიძლება პუტინი ახსენოთ, როგორც აგრესორი?!"...

“ნუთუ ერთხელაც არ შეიძლება პუტინი ახსენოთ, როგორც აგრესორი?!” – რომან გოცირიძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

თქვენი გამოსვლის მთელი შინაარსი მდგომარეობდა იმაში, რომ თურმე ჩვენ ვართ მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე და ამაში თურმე დამნაშავე არის უკრაინა. თქვენი გამოსვლისას მოყევით როგორ განადგურდა უკრაინა, რამდენი პროცენტია ოკუპირებული, როგორ ინგრევა ინფრასტრუქტურა და მთელი თქვენი საუბრის ქვეტექსტი იყო ის, რომ უკრაინა არის დამნაშავე.

სად არის ნახსენები რუსეთი როგორც აგრესორი?! სად არის ნახსენები ის, რომ დღეს მთელი მსოფლიო გაერთიანებულია ამ ბოროტი არსების, პუტინის წინააღმდეგ?! რატომ გაქებთ რუსული მედია, რატომ უყვარხართ რუსეთის ყველაზე ოდიოზურ ტელეწამყვანებს, რომლებიც დასავლეთის მიერ დასანქცირებული არიან. ნუთუ ერთი სოლიდარობის სიტყვა არ წამოგცდათ ომში მყოფი ქვეყნისადმი?“ – ასე მიმართა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისი თქმით, ხელისუფლება იგონებს ე.წ. პროპაგანდისტულ მესიჯბოქსს თითქოს ვიღაცას ომი და „მეორე ფრონტის“ გახსნა უნდა, რომ თითქოს სააკაშვილი ომის დასაწყებად ჩამოვიდა, რომ თითქოს უკრაინა გვაქეზებს, რათა ომი დავიწყოთ.

ჰააგის სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ნუთუ ერთხელაც არ შეიძლება პუტინი როგორც აგრესორი ახსენოთ?“,- აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ისეთი საშინელებები აქვს ჩადენილი “ქართულ ოცნებას”, რომ კარგად იციან, თუ რა ემუქრებათ ხელისუფლების შეცვლის...

ცალკეული კომპანიების გაკოტრების მხრივ კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს ეკონომისტი, პოლიტიკოსი,...

“რეალურად ოპოზიცია არ არსებობს, დანგრეულ-გაუბედურებულ-გაფარჩაკებულია” – კახა კალაძე

„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ოპოზიციის ე.წ. ლიდერი,...

“მარტო მე მეჩვენება რომ ამ ქალს დრო გაჰყავს?” – ელისო კილაძე სალომე ზურაბიშვილზე

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების საკოორდინაციო შტაბის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...