შაბათი, მარტი 15, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იცით რა შეიძლება მომხდარიყო, ომის პარტიას 8-9 მარტს,...

“იცით რა შეიძლება მომხდარიყო, ომის პარტიას 8-9 მარტს, საქართველოში რევოლუცია რომ მოეხდინა?” – დიტო სამხარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი (დიტო) სამხარაძე სოციალურ ქსელში ერთგვარ შესაძლო ალტერნატიულ რეალობას – მოდელირებულ “სიუჟეტს” აქვეყნებს:

იცით რა შეიძლება მომხდარიყო, ომის პარტიას 8-9 მარტს, საქართველოში რევოლუცია რომ მოეხდინა?

10 მარტს სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყებოდა!

11 მარტს პროვოკაციებს მოაწყობდნენ ოკუპირებული ტერიტორიების საოკუპაციო ხაზთან და ოკუპანტებს საბაბს მისცემდნენ ფართომასშტაბიანი შეტევა დაეწყოთ!

12 მარტს საქართველოს დედაქალაქის და რეგიონების ცენტრალური ქალაქების დაბომბვა დაიწყებოდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რუსული ბაზებიდან!

13 მარტს სამხედრო შეტაკებები მოხდებოდა შიდა ქართლის ტერიტორიაზე, რაც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გაყოფდა!

14 მარტს შავი ზღვიდან, აფხაზეთიდან, ოკუპანტები დაიწყებდნენ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით შეტევას!

15 მარტს თბილისის მისადგომებთან მოხდებოდა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლები!

16 მარტს საქართველოში ოფიციალურად დაფიქსირდებოდა მეორე ფრონტი! სად იქნებოდნენ აგენტი, ფაშისტი ენჯეოშნიკები, ნაცები და ქვეყნის მტრები? 13 მარტს ჰერკულესით ევაკუირებულები❗️

ჩვენი კაცობა, ქვეყნის სიყვარული და პატრიოტობა რომ იციან, იმიტომ გვაწვებიან მეორე ფრონტის გახსნაზე! იციან, ქართველი სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს! ამიტომაც, არც სურვილი აქვთ და არც აწყობთ, რომ ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია შევძლოთ, არამედ ომის პარტიისთვის მთავარია, საქართველოში პარტიზანული ბრძოლა დაიწყოს და რუსეთმა რაც შეიძლება ბევრი ცოცხალი ძალა შემოიყვანოს!

სჭირდებათ, რადგან ამით უკრაინას შეუმსუბუქებენ 2000 კილომეტრიან ფრონტს! 1 წელი და 1 თვე დასჭირდათ, უკრაინისთვის 6 ცალი ტანკი მიეცათ! ჩვენ დაგვეხმარებიან? არა!

დღეს 23 მარტია და საქართველოში მშვიდობაა🇬🇪🙏🏻” – წერს დიტო სამხარაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სანქციები მხოლოდ დასაწყისია – მოძალადე რეჟიმის სრული იზოლაცია უნდა მოხდეს” – გიორგი ვაშაძე

დიდ ბრიტანეთში განხორციელებული სამუშაო ვიზიტის მთავარ მიზანზე საუბრობს “სტრატეგია...

“რუსული რევანშიდან 13 წლის თავზე, რუსქოცებმა სიმბოლური 9 წელი მიუსაჯეს სააკაშვილს 9 მილიონი ლარის(!)...

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...

“დავსვათ კითხვა: ვინ უჭერს მხარს ივანიშვილის რეჟიმს? ის ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიას ებრძვიან! ის რეჟიმები,...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე რუსეთის დაზვერვის განცხადებას...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...